კარპინას შემდეგ გუბერნიევიც - საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ზე მხარდაჭერა კიდევ ერთმა ცნობილმა რუსმა ადამიანმა გამოუცხადა

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა სპორტულმა კომენტატორმა დიმიტრი გუბერნიევმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებს უქომაგებს.

"ევრო 2024-ზე ჩემი ფავორიტები მეყოლება. მე საქართველოსა და სერბეთს ვუგულშემატკივრებ.

მინდა, რომ მათ წარმატებები ვუსურვო. ამ ნაკრებების კარგ ასპარეზობას ტაშით შევხვდები", - ციტირებს გუბერნიევს sovsport.

შეხსენებისთვის, რამდენიმე კვირის წინ რუსეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვალერი კარპინის მეუღლე დარია კარპინამ განაცხადა, რომ ევრო 2024-ზე საქართველოსა და გერმანიას უქომაგებს.

alt"ევრო 2024-ზე საქართველოსა და გერმანიას ვუქომაგებ" - რუსეთის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელის მეუღლემ სოციალურ ქსელში თავის ფავორიტებზე ისაუბრა