მილიონობით გულშემატკივარს კვარაცხელიასგან მხოლოდ ეს სურს?! - "ტაქტიკური სიმტკიცე" და "გრილიშიზაცია"...

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კაკამ თბილისში სტუმრობისას (ჩემი კითხვისას) განაცხადა (რასაც ნაკლებად ველოდი): "რატომ არ არიან დღეს ჩემი სტილის ფეხბურთელები? - იმიტომ არა, რომ ტალანტები არ არიან. უბრალოდ, ფეხბურთის სტილი შეიცვალა და კლასიკური "10 ნომრები" აღარ არიან. ნახევარმცველებს ხშირად საჯარიმოში უწევთ თამაში. ჩემთვის, საინტერესო საყურებელია, როგორ იცვლება ფეხბურთი, ტაქტიკა და მწვრთნელების მიდგომა. მიყვარს ეს თამაში და სიამოვნებით ვადევნებ თვალს". არადა, ესაა საკითხი, რომელზედაც ვეტერანი ფეხბურთელების დიდი ნაწილი კრიტიკულად განიხილავს და მისით დაინტერესება ხვიჩა კვარაცხელიასაც უკავშირდება, ვისი თამაშიც საერთაშორისო ყურადღებას იმსახურებს, გამოხმაურებები კი
ტაქტიკურ ნაწილსაც ეხება.

კაკა - "ჯადოქარი ათიანი"

Sportall.Ge

კვარაცხელიამ განსაკუთრებული მოწონება იმიტომაც დაიმსახურა, თანამედროვე, ლამის მძლეოსნობად ქცეულ, ათლეტიზმით გაბატონებულ ფეხბურთში სიახლე, სითამამე, სილაღე და არაორდინალურობა შეიტანა. გასაგებია, ამაში ხელს მოწინააღმდეგეები უშლიან, მაგრამ ფაქტია, თავად მწვრთნელები არიან მონდომებულები, მისი გუნდის შემტევებისგან დაკარგული ბურთის გამო, შეტევა საკუთარ კარზე არ მიიღონ. ყველაფერი კეთდება, "კვარა" უფრო გუნდისთვის სასარგებლო, "მუშა" გარემარბად გადააქციონ, დაცვაში ბევრი საქმის კეთება რომ უწევს.

ხვიჩას ყოველთვის შეუძლია, ერთი მახვილგონიერი პასით თუ ეფექტური დრიბლინგით გულშემატკივრებს აპლოდისმენტები მოწყვიტოს, დაუვიწყარი ეპიზოდები შექმნას და შეხვედრის ბედი გადაწყვიტოს, თუმცა მას მაინც მწვრთნელების ხედვის შესაბამისად მოქმედება უწევს. ადრე "კვარადონას" უფრო მეტი თავისუფლება ეძლეოდა, ცენტრშიც გვენახა და ორივე ფლანგზე. ახლა ისევ ართმევებში დიდი ენერგიის დამკარგავი კვარაცხელია ვნახეთ. ლუჩანო სპალეტი ამბობდა, რომ ქართველ გარემარბს დაცვაში თამაში სასწავლი და ამ კუთხით სამუშაო ჰქონდა, მაგრამ ლუჩანოს გუნდი შეტევაში მეტ დროს ატარებდა, გუნდი სინქრონულად მოქმედებდა და 77-ე ნომერს შეტევაში იმპროვიზაციის საშუალება ეძლეოდა.

შესაძლოა, საქმე ლოგიკურ აცდენასთან გვქონდეს. გუნდმა "კვარა" მსოფლიოს გააცნო, როგორც წინა ეპოქის ფეხბურთის გამღვიძებელი, წარსულის სენტიმენტების გამღვივებელი, საბოლოოდ კი ცდილობენ, მისგან თანამედროვე გარემარბი შექმნან, რომელიც დღევანდელ ბაზარზე უკეთ "იყიდება". დღეს ჩვენებური ტაქტიკურად ძალიან მაღალ დონეზეა მომზადებული, დეტალებში გაშინაურებული, მაგრამ ის ეფექტურობა ბუნებრივად იკარგება, რის გამოც ის ასე შეიყვარეს.

ხვიჩაზე მხოლოდ იმიტომ არ ვწუხვართ, რომ ის ქართველია, აკი ვთქვით, რომ მისი ის "შემოჭრილი" ფეხბურთი ყველას სჭირდებოდა. მაშინ, ვის სჭირდება "მორგებული" ხვიჩა, მხოლოდ თანამედროვე ფეხბურთს?!

კაკაზე დავწერეთ, რომელიც "მილანის" ლეგენდა იყო. მილანელთა ახალი მწვრთნელი ფონესკა ლეაოს თამაშით უკმაყოფილოა, რადგანაც ის დაცვით ფაზაში აქტიური არაა. პორტუგალიელიც იმ კატეგორიიდანაა, რომელსაც ვერ "გადააკეთებ", ის გუნდს უნდა მოარგო ისეთი, როგორიც არის, სხვანაირად მას უბრალოდ გაანადგურებ, მისგან აღარაფერს დატოვებ.

"კვარაცხელია არის გრილიში მანამდე, სანამ მას გვარდიოლა ტაქტიკურ სიმტკიცეს ასწავლიდა"

Sportall.Ge

დღეს კიდევ ერთი საკითხია, როცა ფეხბურთელი რითაც გამორჩეულია და რის გამოც შეიძინე, შემდეგ მისი შეცვლა და ახალ რეალობასთან მორგება გიწევს. ასეთია, თუნდაც, ჯეგ გრილიშის მაგალითი "ასტონ ვილადან" "მანჩესტერ სიტიში" გადასვლის შემდეგ. მისი თამაში ახლა თითქმის აღარავის რომ არ აღაფრთოვანებს, ეს შემდეგ თავად ფეხბურელს ბრალდება.

როცა "გადაკეთებაზე" ვსაუბრობთ, ის მხოლოდ გარემარბებს არ ეხება და არც მხოლოდ დღევანდელ დღეს. ლუის ვან გაალს ძალიან სურდა, რიკელმეს "ბარსელონაში" საკუთარ თავზე ბევრი ფუნქცია აეღო, ჩაშლაც შეძლებოდა და შეტევაც. ნიდერლანდელ მწვრთნელს მხოლოდ პოზიტიური გეგმები ჰქონდა, მაგრამ არ შეიძლება, ფეხბურთელს წაართვა ის, რაც ყველაზე კარგად იცის და მიანიჭო ის ფუნქცია, რაც დასწავლადიც არაა და მასე რომც იყოს, მას დრო სჭირდება, ამასობაში ხარისხი იკარგება...

ისევ გარემარბებს დავუბრუნდეთ. დღეისთვის გულშემატკივრები არიენ რობენს ვერ ხედავენ, მაგრამ არიან ფეხბურთელები, მართლაც განსხვავებულს რომ ჰქმნიან, მაგრამ არავინ იცის, წლების შემდეგ რა იქნება, როცა საქმეში ტაქტიკური ამბები ჩაერთვება. მაგალითად, საფრანგეთიდან წასვლის შემთხვევაში, როგორ ეცდებიან ბრედლი ბარკოლას "გადაკეთებას", ასაკის მატებასთან ერთად ლამინე იამალს რა ახალ ელემენტებს მოთხოვენ...

დამაინც, ვინმემ რომ არ იფიქროს, ხვიჩა კვარაცხელიას "გამართლება" სჭირდება, ასე არაა. ის საკუთარ თავზე
მუშაობს, სკანდალები მისგან შორსაა, იაზრებს მწვრთნელების მითითებებს და აუცილებლად "გაშინაურდება" ყველა დავალებასთან. მას ამ სეზონში ბევრი გააქვს, გუნდური ელემენტები გათავისებული აქვს, მაგრამ მილიონობით გულშემატკივარს მხოლოდ ეს სურს?!

altტაქტიკა კვარაცხელიაზე ვერ თუ არ მუშავდება? - როცა მწვრთნელი კონკურენციას ამტკიცებს და უარესს იღებს...

მკითხველის კომენტარები / 9 /
მართალი ხარ .რისთვის იყიდეს კვარა ,თუ დაცვაში უნდა ეთამაშა,თუ იმისთვის რომ არ ჩამოვყვები ახლა კვარას უძლიერეს მხარეებს ,რომელიც დღევანდელ ფეხბურთში იშვიათი მოვლენაა .შეზღუდო მისი ნიჭი დათავს მოახვიო საშუსლო გუნდების ტაქტიკით ათამაშო ეს უსინდისობაა .ფეხბურთი იმიტომ უყვარს მაყურებელს რომ სანახაობრივად იყოს ლაღი დალამაზი თავსი ფინტებით პასებით თორემ დრიბლიორმა საკუთარ კარბთან დაცვას დაეხმაროს მერე მოწინააღმდეგის კარისკენ გაქანდეს თოხარიკი ცხენივით ,რა დრიბლინგზეა აქ ლაპარაკი და ამიტომაც პასებს იძლევა ე.ი ბურთს იშორებს ეტყობა ასეთი დავალება აქვს მწვრთნელისგან თორემ გაგონილა ასეთ ფეხბურთელს დაავალო დაცვაშიც მიეხმაროს. 5-6 მცველი ყავს 2-3 ნახევარ მცველი და 2 თავდასხმელსსაც ამატებ წინ ვინ იქნება კონტე? თავდამსხმელი უნდა თამაშობდეს თავდასხმაში მცვილი დაცვაში და თუ რამე ესმის კონტეს მცველბს ასწავლოს გრძელი პასები და არა კვარას და
ლუკაკუს დაცვაში თამაში
გიორგი
01:04 06-11-2024
2
ღვთისავარის სტატიები ყოველთვის ინტერესით იკითხება,ნამდვილი პროფესიონალია. გარდა ამისა, ზუსტ ანალიზს აკეთებს, რაც ხდება, ზოგადად თანამედროვე ფეხბურთში. კვარას დიდი გულშემატკივრები ველით მის სტატიებს.
თამუნს
22:19 05-11-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული