'მას 5 "ოქროს ბურთი" უნდა მოეგო' - ბუფონი ექსთანაგუნდელზე

AutoSharing Option
ლეგენდარულმა იტალიელმა მაკარე ჯანლუიჯი ბუფონმა ყოფილი თანაგუნდელი ნეიმარი ყველაზე რთულ მოწინააღმდეგედ დაასახელა. 

Corriere della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში "ჯიჯიმ" მეტოქეებზე ისაუბრა და საუკეთესოთა შორის საუკეთესო გამოჰყო. 

"ვინ იყო ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც მითამაშია? სამი თაობის მოთამაშეებს დავპირისპირებივარ, როგორ ავარჩიო? ზიდანი, რონალდო, მესი, კრიშტიანო რონალდო, ინიესტა...

ერთი ავირჩიო? მაშინ ნეიმარი. ისეთი ფეხბურთელი და ადამიანია, რომ "ოქროს ბურთი" ხუთჯერ უნდა მოეგო," - განაცხადა 46 წლის იტალიელმა, რომელმაც კარიერა გასული წლის ზაფხულში დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რონალდო,მესის ეპოქაში,5 ოქროს ბურთის მოგება,წარმოუდგენლად მეჩვენება,მაგრამ მოგება ნამდვილად შეეძლო.უზარმაზარი ტალანტის პატრონია,მაგრამ ფეხბურთს არ შესწირა ყველაფერი და გართობას არ იკლებს.ბარსელონაში ზღაპრულ ფეხბურთს თამაშობდა,მესი,სუარესთან ერთად და ჩემი აზრით,სწორედ მესის ჩრდილიდან გამოსასვლელად წავიდა პსჟ-ში.ღრმად მწამს,რომ არ უნდა წასულიყო.შეეძლო,ის ზღაპარი თითქმის დღევანდელ დღემდე გაეგრძელებინა და მასაც აუცილებლად შეხვდებოდა ოქროს ბურთი,თუმცა რომც არ შეხვედროდა,მათი მეგობრობა,მათი შთაგონება,ყველაფერ სხვაზე მაღლა უნდა დაეყენებინა.იქიდან წამოსვლის შემდეგ დაიწყო, მისი დაღმასვლა.საფრანგეთი,ლამაზი ფეხბურთის საჩვენებელი ქვეყანა აღარ არის და მისნაირებს,იქ მხოლოდ ტრავმები ელოდებათ.
სოსო
17:36 19-11-2024
1
როგორ გინდა ამ ლეგენდარულ კიპერს არ დაეთანხმო..ალბათ ფორმის პიკში ნეიმარი თვით რონალდოს სჯობდა..თუნდაც რონალდუს..მაგრამ არა მესის..ამიტომაც ვერ მოიგო..პლუს როგორც უმეტესი ბრაზილიელი..გაიბრწყინა რამოდენიმე წელი და ბარსადან წასვლის შემდეგ მორჩა მაგისი ფეხბურთი..
კიეზა
14:54 19-11-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული