მესი: ჩემს კარიერაში ეს ფეხბურთელი ყველაზე მეტად მაბრაზებდა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არგენტინელმა შემტევმა ლიონელ მესიმ ის ფეხბურთელი დაასახელა, რომელიც კარიერაში ყველაზე მეტად აბრაზებდა.

მაიამის "ინტერის" ვარსკვლავმა ასეთად სერხიო რამოსი მიიჩნია, რომელთან დაპირისპირებაც "ბარსელონაში" ყოფნის პერიოდში "ელ კლასიკოში" უწევდა.

"რამოსთან ბევრი შეტაკება და კონფლიქტი მქონია. ეს ის ფეხბურთელია, რომელიც ჩემს კარიერაში ყველაზე მეტად მაბრაზებდა.

შემდეგ ჩვენ თანაგუნდელები გავხდით, მაგრამ ყოველთვის ვჩხუბობდით. "ელ კლასიკოში" დაძაბული მატჩები იყო", - ციტირებს მესის Give Me Sport.
ასევე დაგაინტერესებთ