"მეამბოხე "კვარა" ბედნიერია და დონარუმასთან ერთად პარიზელები გააგიჟა" - იტალიური მედია

AutoSharing Option
პსჟ-ის „ლივერპულის“ დამარცხებას და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლას იტალიური მედია გამოეხმაურა.

აღნიშნულია, რომ მატჩის მთავარი გმირი ჯანლუიჯი დონარუმა იყო და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა, აგრეთვე „ნაპოლის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ფაბიან რუისმა ითამაშა.

კვარაცხელიამ დონარუმას გამარჯვება ნეაპოლურ დიალექტზე მიულოცა: „troppp forttt fratmmmmmmmm“ – „ძალიან მაგარია, ძმაო“. ჯიჯი კალაბრიაში, კასტელამარე-დი-სტაბიაშია დაბადებული და ნეაპოლური კლუბის აკადემიის აღზრდილია, თუმცა პირველ გუნდში არასოდეს უთამაშია. ის იანვარში ქართველის „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლას მიესალმა და განაცხადა, რომ წარმატებების მიღწევაში ძალიან დაეხმარება.

ადგილობრივი გამოცემები აღფრთოვანებას ვერ მალავენ.

Spazionapoli: „ლივერპულთან“ საოცარ მატჩში კვარაცხელიამ ნეაპოლელ დონარუმასთან ერთად ჭკუიდან გადაიყვანა პარიზელი გულშემატკივრები. ორი სხვადასხვა, მაგრამ რაღაცით საერთო ისტორიაა. მათ შორის ჰარმონია სუფევს და არა მხოლოდ მოედანზე. როდესაც ვხედავთ, ნეპოლელები ასე როგორ ბრწყინავენ, ეს სიამაყეა, რომელიც გულს გვითბობს, თუნდაც მაშინ, როცა სხვა გუნდის ღირსებას იცავენ“.

TUTTO mercato WEB: „ჩვენ გვინდა შესანიშნავ კვარაცხელიაზე ვისაუბროთ. ის პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. ზამთარში საფრანგეთის დედაქალაქში გადასული „კვარა“ მაშინვე დაეხმარა გუნდს ხელახლა გაბრწყინებაში. მან ცენტრში კოლო მუანის ადგილი დაიკავა და დემბელეს და ბარკოლას ფლანგებზე მოქმედების თავისუფლება მიანიჭა. ახალ სიტუაციაში სრულად ინტეგრირებულია. სწორედ ეს უნდოდა, სწორედ ამისკენ მიისწრაფოდა ზაფხულიდან, როდესაც მისი და ოსიმენის ერთად შეძენა სურდათ. მაშინ „ნაპოლიმ“ მეტი თანხა მოითხოვა და პსჟ უარით გაისტუმრა. ხვიჩას დატოვებაში განსაკუთრებული როლი კონტემ ითამაშა. ამას იანვარში ერთგვარი ამბოხი მოჰყვა და ნებისმიერ შემთხვევაში, ის როგორც იქნა ბედნიერია“.

altსიომინი: კვარაცხელია ბრწყინვალეა - პსჟ-ის შემდეგ ეტაპზე გასვლა კანონზომიერია

alt"ის უნიკალურია და დემბელესა და ბარკოლასგან ამით განსხვავდება" - მაცარიმ ქართველზე ისაუბრა

altხვიჩა საოცარი აურით... "ო, იღბლიანო!" - გვყავს ფავორიტი გუნდები, მაგრამ კვარაცხელიამ უნდა მოიგოს...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული