"ამაზე რატომ უნდა ვიწუწუნოთ? "ბარსელონა" ვართ და არა "რეალი" - ჰანსი ფლიკი

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მთავარს მწვრთნელს, ჰანსი ფლიკს ჟურნალისტებმა გადატვირთული კალენდარის შესახებ მოსაზრების დაფიქსირება სთხოვეს.

გერმანელმა სპეციალისტმა კი განაცხადა, რომ კარლო ანჩელოტისგან განსხვავებით, ამაზე წუწუნს არ აპირებს.

"ჩვენ "ბარსა" ვართ და არა "რეალი", ამაზე წუწუნს არ ვაპირებ", - ციტირებს World Deportivo ფლიკის სიტყვებს.

შეგახსენებთ, ლა ლიგის სატურნირო ცხრილში "ბარსელონა" და "რეალი" 60-60 ქულით პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებენ, თუმცა "ბლაუგრანას" "ბლანკოსზე" ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

alt"რთული იქნება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვეცდებით" - ჰანსი ფლიკი

altფლიკი: "ბარსელონა" ყველა ტიტულის მოსაგებად იბრძოლებს

altკიტეიშვილი ფორმაშია,

"ბარსა" ფლიკით "ბაიერნთან", მიქაუტაძე თურქების წინააღმდეგ - ევროტურნირების მთავარი ამბები