ევროტურნირები

ჩემპიონთა ლიგა

ლოთარ მათეუსი: "ბაიერნი" უფრო მეტად ფავორიტია

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წილისყრის შესახებ ისაუბრა.

- ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

"ოთხი უძლიერესი გუნდი შეხვდება ერთმანეთს: "ბაიერნი"-"რეალი", "იუვენტუსი"-"ბარსელონა". ფეხბურთის მოყვარულებს შესანიშნავი მატჩები ელით წინ.

კარლო ანჩელოტი მართალია, როცა ამბობს, რომ "ბაიერნსა" და "რეალს" ერთმანეთისგან დასამალი არაფერი აქვთ.

ჩემი აზრით, "ბაიერნი" უფრო მეტად ფავორიტია. ისინი უფრო კომპაქტურად თამაშობენ", - თქვა მათეუსმა.

მომზადებულია Uefa.com-ის მიხედვით