დავიდე ანჩელოტი პირველად მთავარი მწვრთნელის რანგში? - "რეალის" დამრიგებლის შვილს ლიგა 1-ში იწვევენ

AutoSharing Option
RMC Sport-ის ინფორმაციით, ლიგა 1-ის ბინადარ "რეიმსის" მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი კარლო ანჩელოტის შვილი დავიდეა, რომელიც ამჟამად "რეალში" სწორედ მამამისის ასისტენტია.

ფრანგული გუნდი გეგმავს, რომ დავიდეს ოფიციალური შეთავაზება ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გაუკეთოს.

ანჩელოტის გარდა, "რეიმსს" კიდევ ერთი კანდიდატი ჰყავს და ეს "ლე ავრის" მენეჯერი ლუკა ელსნერია. თუ იტალიელ სპეციალისტსა და ლიგა 1-ის ბინადარ გუნდს შორის მოლაპარაკება შედგა, ეს დავიდე ანჩელოტისთვის მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი საქმიანობა იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული