ევროტურნირები

ევროპის ლიგა

"ჯენოა" ევროპის ლიგაზე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
"ჯენოამ" იტალიის ოლიმპიურ კომიტეტში შეტანილი აპელაცია გამოიტანა - ეს კლუბი შეეგუა, რომ ევროლიცენზიას ვერ მიიღებს, შესაბამისად, ვერ ითამაშებს ევროპალიგაზე.

"ჯენოას" ნაცვლად, ევროპალიგის საკვალიფიკაციო ტურნირზე ქალაქ გენუას მეორე გუნდი "სამპდორია" ითამაშებს.

"იტალიის ფეხბურთის ფედერაციის თხოვნის გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, გამოვიტანოთ აპელაცია", - ნათქვამია "ჯენოას" იურისტის განცხადებაში.

"ჯენოამ" ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა, ევროსაგზურიც მოიპოვა, მაგრამ საბოლოოდ ამით მე-7 ადგილზე გასულმა "სამპდორიამ" იხეირა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"