ხვიჩას კარგი მატჩი - "ბარსელონასთან" შეხვედრის წინ "ნაპოლი" სახლში "ჯენოას" დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 24-ე ტურში „ნაპოლისა“ და „ჯენოას“ მატჩი 1:1 დასრულდა.

როგორც მოსლოდნელი იყო უპირატესობას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლენ, კვარაცხელიამ მეტოქე ცრუმოძრაობებით ჩამოიცილა, მაგრამ მის დარტყმულ ბურთს მეკარე მარტინესი დაეუფლა. ცოტა ხანში მან ანგისას არ გაატანინა. სტუმრები სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდნენ, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე მერეტი. მერე ხვიჩას მცველი ეუხეშა, მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია, ქართველმა პროტესტი ემოციურად გამოხატა და ყვითელი ბარათი მიიღო.

მეორე ტაიმის დასაწყისში გენუელები ფრენდრუპმა დააწინაურა. მერე „კვარა“ ლამაზი ფინტით ვასკესს გასცდა, რომელიც ვასკესმა წააქცია და
არბიტრმა ყვითელი ბარათი უჩვენა, პოლიტანომ კი საჯარიმო უხეიროდ შეასრულა. ისევ განახორციელა კვარაცხელიამ დრიბლინგი, პასიც გააკეთა და პარტნიორებისან ვერავინ გამოეხმაურა. მწვრთნელმა მაცარიმ ტრაორეს, პოლიტანოს და მაცოკის ნაცვლად შეცვლაზე ლინდსტრიომი, ნგონჟი და ოლივეირა შეუშვა. ნეაპოლელები ინიციატივას ფლობდნენ, ხოლო მოწინააღმდეგის კარზე იერიშების მიტანა უჭირდათ. ხვიჩა ყველა სტანდარტულს ასრულებდა, მის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ანგისამ მცველს დაასწრო, მაგრამ მიზანს ოდნავ ააცილა. მხოლოდ ქართველი ამწვავებდა თამაშს, თუმცა ოსიმენის არყოფნაში მის გადაცემებს თანაგუნდელები ვერ იყენებდნენ. 90-ე წუთზე ნგონჟმა ანგარიში გაათანაბრა. ბოლოს ხვიჩას მოპოვებული საჯარიმო ლინდსტრიომმა ზუსტად ვერ შეასრულა და შეხვედრაც დასრულდა.

„ნაპოლი“ 36 ქულით მე-9 ადგილზეა და 22 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში
„ბარსელონას“ უმასპინძლებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ჯენოა 1:1
გოლები: 0:1 ფრენდრუპი (47), 1:1 ნგონჟი (90)

მკითხველის კომენტარები / 21 /
რაღა დროს კვარაცხელიაა,ხალხნო უყურეთ არაბიძის თამაშს ერთ სიამოვნებათ ღირს.დარწმუნებული ვარ არაბიძე რომ ნაპოლიში იყოს ესე გაფარჩაკებული ეგ გუნდი არ იქნებოდა.
გოგი
13:41 18-02-2024
12
კარგ თამაშს რას ეძახით გააჩნია, შემტევს რომელსაც გუნდის ლიდერობის პრეტენზია აქვს ოსიმენას არ ყოფნის დროს,იტალიის ერტ-ეღტ მაჩანჩალა გუნთან საკუთარ მოედანზე აუცილებლად მოსაგებ თამაშზე გოლს ვერ გაიტანს,ასისტს ვერ გააკეთებს და საერთოდ დასანახსოვრებელს ვერაფერს გააკეთებს, გარდა სტანდარტულების შესრულების პრეტენზიისა,როგორაა კარგი თამაში...მთავარი შედეგია და ასე იყო ყოველთვის. ამიტომაც დაუწერეს იტალიის ყველაზე ავტორიტეტულმა გამოცემებმა-გაზეტა დე ლა სპორტი, ეუროსპორტ იტ და სხვა კვარას და პოლიტანოს ყველაზე დაბალი შეფასება გუნდში-5.0....
ზურა
13:30 18-02-2024
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული