ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა გერმანიაში შეკრებაზე კალათბურთში ივარჯიშა [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის დასკვნით საწვრთნელ შეკრებას გერმანიის ქალაქ დუისბურგში, სპორტკომპლექს "Sportschule Wedau"-ში გადის.

ნაკრების მთავარ მწვრთნელ გოჩა ტყებუჩავას შეკრებაზე 20 ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაგან 18-ს ელიტრაუნდის მატჩებისთვის შეარჩევს.

8 მარტს ნაკრებმა განსხვავებული ვარჯიში ჩაატარა - ფეხბურთელებმა კალათბურთი ითამაშეს.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები გერმანიიდან ჰოლანდიაში 11 მარტს გადავა. ელიტრაუნდის მატჩებს პატარა ქალაქი უდენი უმასპინძლებს, თავად ელიტრაუნდი კი 12 მარტს აიღებს სტარტს. მასპინძელი ჰოლანდიის გარდა, ტყებუჩავას შეგირდები ბელგიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდებიან.