U17. ჩიქოვანის საოცარი გოლი - საქართველომ თურქეთი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, თურქეთის 17-წლამდელთა გუნდს უმასპინძლა და მეორე ამხანაგურ მატჩში მეტოქეს 2:1 სძლია.

გიორგი ჩიტაურის გუნდი მეათე წუთიდან მატჩს მინიმალური სხვაობით აგებდა, თუმცა მეორე ნახევარში ნიკოლოზ ჩიქოვანის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გიგი გლუნჩაძემ ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

მეორე გოლი მატჩის მიწურულს, 90-ე წუთზე, თავად ნიკოლოზ ჩიქოვანმა გაიტანა, რომელმაც რეზი დანელიას პასის შემდეგ, საჯარიმოში ეფექტურად ითამაშა და 17-წლამდელთა ნაკრები დააწინაურა - 2:1.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ ჩიქოვანს, მაგარი გოლი შეაგდო. კომბინაცია მთლიანად მაგარი იყო და ბიჭებმა დახატეს ეს გოლი, ვინც მონაწილეობა მიიღო ისინიც საქებარი არიან. გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ. ❤️
G.LA
21:12 15-12-2023
2
მართლა მაგარი გოლი შეაგდო და საერთოდ დიდებულად შემოვიდა ცვლილებაზე ჩიქოვანი, მაგრამ მიკვირს ის გარემოება, რომ ესეც მარცხენა ნახევარმცველად თამაშობდა და რა ხდება ამ დინამოს აკადემიაში სულ მარცხენა ვინგერები რატომ ბრწყინავენ? ხომ შეიძლება მარჯვენა მხრიდანაც გაიბრწყინოს ვინმემ? თუ მაქეთ სხვა მწვრთნელია?
Givi
19:01 15-12-2023
0

სიახლეები პოპულარული