საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები უელსთან მარცხდება

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-8 შესარჩევ ჯგუფში, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, პირველ მატჩს უელსელ თანატოლებთან მართავს.

პირველი ტაიმის შემდეგ ვასილ მაისურაძის გუნდი ანგარიშით 0:3 მარცხდება.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ანგარიში სტუმრებმა 34-ე წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ გახსნეს. რის აბრუზესმა უძლიერესი დარტყმით ოთო გოშაძეს ახლო კუთხეში გაუტანა.

ვასილ მაისურაძის შეგირდები შესვენებამდე რამდენჯერმე კი დაემუქრნენ უელსელთა კარს, მაგრამ ანგარიშის გათანაბრების ნაცვლად, კიდევ ორი გოლი მიიღეს. ჯერ 44-ე წუთზე დანიელ ჯეიმსმა დააგვირგვინა თავისიანების სწრაფი კონტრშეტევა, შემდეგ კი - ჯორჯ
ტომსმა
(45+3).

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა უელსთან მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო: გოშაძე, ახალაძე, ნადარაია, კაკიაშვილი, პაპუაშვილი, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ბიძინაშვილი, არაბიძე, გოშთელიანი (კ), მიქელთაძე.
სათადარიგოები: გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, ართმელაძე, ბაშალეიშვილი, გვარაძე, კომახიძე, კიკნაძე.
მთ. მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.

მანამდე "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე ავსტრიის 19-წლამდელთა ნაკრებმა ალბანეთი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მომდევნო შეხვედრას ქართველი ჭაბუკები 14 ნოემბერს, 14:00 სთ-ზე, ალბანეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ. საკვალიფიკაციო ჯგუფიდან ელიტრაუნდში ორი გუნდი გადის.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ასაკობრივ ნაკრებს კონდა ხოლმე გამონატებები, აკაც ცავარდა საკმე
ალეკსანდრე
15:59 12-11-2015
0
ეს არის, საქართველოში კარგა ხანია დამკვიდრებული, ყველა სფეროში არაკომპეტენტურობის აშკარა (კიდევ ერთი) გამოვლენა. უწიგნურობა, გაუნათლებლობა და/ან უცხოეთში ერთი-ორი თვით ნამყოფთა ექსპერტებად წარმოჩენის, ყველაფერში ოფიციოზის უპრაგონოდ ჩარევის, ე.წ. მემკვიდრეობითობის დაკარგვის(ფეხბურთში ალბათ, სრულად და საბოლოოდ), მეორე მხრივ, კადრების წარამარა ცვლის და პროფესიონალების არ დაფასების მორიგი გამოვლენა.
ვაი, ქართულ ფეხბურთს!
15:31 12-11-2015
0

სიახლეები პოპულარული