ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

U19. ოთხთა ტურნირი: საქართველომ ესპანეთთან მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
9 ნოემბერს საქართველოში მიმდინარე "ოთხთა ტურნირის" პირველი მატჩი გამართა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა.

ჩვენი ნაკრების პირველი მეტოქე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესპანეთის ნაკრები იყო, რომელთანაც გიორგი ყიფიანის შეგირდები ანგარიშით 0:3 დამარცხდნენ.

ანგარიში მატჩის მე-2 წუთზე კარლოს ალენიამ გახსნა. პირველ ტაიმში ესპანელებმა მეორეც გაიტანეს - 30-ე წუთზე თავი ხორდი მბოულამ გამოიჩინა, რომელმაც მეორე ტაიმში დუბლიც გაიფორმა.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 11 ნომბერს ფრანგი თანატოლების წინააღმდეგ გამართავს.