საქართველოს 19 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა დღეს თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, ისრაელის 19-წლამდელთა გუნდს უმასპინძლა და 3:2 დამარცხდა.

ვასილ მაისურაძის გუნდი მატჩს 2-ბურთიანი სხვაობით აგებდა, თუმცა შეცვლაზე შემოსულმა საბა სამუშაიამ და ლუკა ფრიდონიშვილმა ერთწუთიან ინტერვალში, მე-80 და 81-ე წუთებზე, ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. შეხვედრაში საბოლოო ანგარიში სტუმართა 9-იანმა ომერ დაჰანიმ 90-ე წუთზე დააფიქსირა - 2:3.

ისრაელის წინააღმდეგ შემდეგ მატჩს ჩვენი ასაკობრივი იმავე მოედანზე 28 თებერვალს გამართავს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის Youtube-ის არხი შემოგთავაზებთ.

ჩვენი ასაკობრივი ელიტ რაუნდში შოტლანდიას, ჩეხეთს და იტალიას დაუპირისპირდება. მატჩებს 20-დან 26 მარტის ჩათვლით იტალია უმასპინძლებს. ფინალურ ეტაპზე მოხვედრას მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გუნდები შეძლებენ.

U19 | შემადგენლობა

მეკარეები: რეზი კურტანიძე (საბურთალო), გიორგი ბედიაშვილი (გაგრა), სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი).

მცველები: ამირან ტყეშელაშვილი (ტორპედო ქუთაისი), სანდრო ნარიმანიძე (საბურთალო), თენგიზ გობეშია (დინამო თბილისი), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), გელა სადღობელაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (დინამო თბილისი), გიორგი გოგსაძე (საბურთალო), ნიკოლოზ ჩიქოვანი (სიონი ბოლნისი), დავით ფაღავა (კოლხეთი 1913).

ნახევარმცველები: დაჩი ლორდქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), საბა გეგუჩაძე (საბურთალო), გიორგი ცეცხლაძე (დინამო თბილისი), დათა ინაიშვილი (საბურთალო), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), ლუკა ბუბუტეიშვილი (დინამო თბილისი), ავთანდილ მაშავა (დინამო თბილისი), საბა სამუშია (ანორთოსის ფამაგუსტა, კვიპროსი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი).

თავდამსხმელები: ლუკა შეროზია (სამგურალი წყალტუბო), ლუკა ფრიდონიშვილი (დინამო თბილისი).

U19 | ელიტ რაუნდი

20 მარტი | ჩეხეთი V საქართველო

23 მარტი | შოტლანდია V საქართველო

26 მარტი | იტალია V საქართველო

nakrebi.ge

გია
როდის გადავალთ ისევ ევროპულ სისტემაზე? მარტში ვიწყებთ ჩემპიონატს და მთელი ევროპა ფორმაშია.ისრაელში სეზონია და ჩვენებს კიდევ ნოემბრის შემდეგ არ უთამაშიათ.იმიტომაც იყო მატჩში ჩავარდნები,თან ისრაელი ტრადიციულად ძლიერია უ19ში.წარმატებები ქართველებს ყველა სპორტში!!!
კახა
ისრაელი კოშმარად გექცათ თავის დროზე მოლდავეთ გვყავდა ასეთი. არადა რომ გკითხოთ შემადგენლობით უნდა ვსფარჩაკებდეთ რეალურად კი მხოლოდ გამართულ ფეხბურთს თამაშობენ და აქეთ გვატერორებენ
ვანჩოპე
და ისა, ექიმმა რაო? გეშველება რამეო
vava
თფუი! ყველა თქვენ როგორ გადებილებთ, ბიჭო - ისრაელთან თამაში შეიძლებოდა ახლა?! მერე რომ მოირაგვებით, კი დაიწყებთ ხოლმე ცრემლების ღვარღვალს და იმის ძახილს, ღმერთო ასეთი რა დავაშავეთო..
ვანჩოპე
ვუყურე თამაშს. დაცვა მისახედია. ასეთი გოლები არსად არ გადის. ნაპოლის დაცვასავით თამაშობდნენ. ტექნიკურები არიან და უმეტესად დრიბლინგის და ინდივიდუალურობის ხაეჯზე ცდილობენ შეტევას. პოტენციალი აქვთ და წარმატებები მომავალ თაობას.
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
პსჟ ზაბარნის შეძენას ისევ ვერ ახერხებს
ქალთა ნაკრების მწვრთნელები UEFA-ს კონფერენციაზე პოლონეთში
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
"მე მას ვენდობი" - "ჩელსის" მწვრთნელი მუდრიკის შესაძლო დისკვალიფიკაციაზე
კიდევ ერთი ახალგაზრდა პსჟ-ში - ფრანგული გუნდი კოლუმბიელ ფეხბურთელს უმიზნებს
გულიაშვილი თურქეთში გადაბარგდება? - ქართველის მიმართ ინტერესი ორ გუნდს აქვს
"ლიონის" პრეზიდენტმა პსჟ-ის დამარცხებით ძალიან გაიხარა
"ნაპოლის" "ბრაიტონიდან" კიდევ ერთი ნახევარმცველის წაყვანა სურს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბოტაფოგოსთან" მატჩში?
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
"რეალის" ფეხბურთელი შეიძლება "ფენერბაჰჩეში" გადავიდეს
[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა
[VIDEO] დასანანი მარცხი ფინალში - თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
"ნაპოლი" "ტორინოს" მეკარის შეძენას აპირებს
თურქეთის სუპერლიგის ბრინჯაოს პრიზიორი ქართველი თავდამსხმელის სასწრაფოდ შეძენას გეგმავს
"ბოტაფოგო" შევაშინეთ - "სიეტლ საუნდერსის" მწვრთნელი "ატლეტიკოს" ბრძოლას ჰპირდება
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
შეთანხმებასთან ახლოს - დონარუმა პსჟ-ისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
19-წლამდელთა ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
19-წლამდელების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის
U19 | საქართველოს ნაკრები ელიტრაუნდის პირველ ტურში ჩეხეთთან დამარცხდა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა [VIDEO]
19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი [VIDEO]