თბილისის "დინამო" შეკრებაზე თურქეთის ქალაქ ლარაში გაემგზავრა

AutoSharing Option
დღეს, 16 იანვარს, თბილისის "დინამო" ზამთრის შეკრების გასამართად თურქეთის ქალაქ ლარაში გაემგზავრა. თბილისელები სასტუმრო MIRACLE HOTEL-ში დაბინავდნენ.

გუნდი დღეს საღამოს მსუბუქად ივარჯიშებს, ხვალიდან ერთი კვირის მანძილზე ფიზ.მომზადების გაუმჯობესებაზე იზრუნებს, 25 იანვრიდან კი ტესტ-მატჩებშიც ჩაერთვება.

თურქეთში დედაქალაქელებს ვიაჩესლავ გროზნი თავისი სამწვრთნელო შტაბით დახვდა. ადგილზევე შეუერთდა გუნდს უკრაინელი მეკარე სერგი ლიტოვჩენკო, რომელმაც "დინამოსთან" 1+2 სისტემით გააფორმა კონტრაქტი.

დინამოელები შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრნენ: გიორგი ბეგაშვილი, დემეტრე ბულისკერია, საბა თავაძე, გიორგი ზარია, ალექსანდრე გამცემლიძე, ბაქარ ქარდავა, გია ჩადუნელი, ოთარ კვერნაძე, ლუკა ქაფიანიძე, გიორგი კუცია,
დავით კობოური, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა ნინუა, გიორგი თევზაძე, დავით ვოლკოვი, ბექა მიქელთაძე და ლაშა თოთაძე. ლაშა თოთაძე ბოლო მომენტში შეუერთდა "დინამოს" და გუნდთან ერთად გაივლის შეკრებას. გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, საბა ლობჟანიძე და ბაჩანა არაბული კი ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფებიან შეკრებაზე და "დინამოს" ამხანაგური მატჩების შემდეგ შეუერთდებიან.

fcdinamo.ge