![](https://sportall.ge/pictures/image31/6d221b75f791cb0dadb0caa89ad2d9c9.jpg)
ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საჩხერის "ჩიხურამ" თბილისის "საბურთალოს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. 48-ე წუთზე გატანილი გოლის ავტორი დაჩი ცნობილაძე გახდა. თუმცა 54 და 57 წუთებზე დიმიტრი ტატანაშვილის დუბლით "ჩიხურა" წინ გავიდა.