ეროვნული ლიგა. XIV ტური: "ჩიხურამ" ივანწმინდაში თბილისის "დინამო" დაამარცხა

AutoSharing Option
24 მაისს ეროვნული ლიგის XIV ტურის მატჩი გაიმართა.

საჩხერის "ჩიხურამ" მიმდინარე ჩემპიონატში ივანწმინდაში პირველი მატჩი ჩაატარა, სადაც თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და ანგარიში 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში 22-ე წუთზე გიორგი განუგრავამ გახსნა. 27-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა პენალტი ზუსტად შეასრულა და უპირატესობა ორამდე გაზარდა.

41-ე წუთზე ბაქარ მირცხულავამ საჯარიმოში კარში მიმავალი ბურთი ხელით მოიგერია, რის გამოც მსაჯმა მას წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა, ხოლო მასპინძლების კართან პენალტი დანიშნა, რომელიც ბაჩანა არაბულმა ზუსტად შეასრულა.