ავთანდილ ენდელაძემ ფოთის "კოლხეთი" დატოვა

AutoSharing Option
ავთანდილ ენდელაძე ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელი აღარ არის. 23 წლის ნახევარმცველი კოლხებმა სეზონის დაწყებამდე დაიმატეს. ის 2015/16 წლების სეზონში ის "სამტრედიაში" თამაშობდა, ხოლო გარდამავალ ჩემპიონატში ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას იცავდა.

ენდელაძეს, რომელიც 2013 წელს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს, კარიერა არც "კოლხეთში" აეწყო.

"კლუბის ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გაწყვეტაზე შევთანხმდით. წამოსვლა კი იმიტომ გადავწყვიტე, რომ მინდა, რომელიმე ლიდერ გუნდში ვითამაშო. მიმაჩნია, რომ საამისო პოტენციალი ნამდვილად მაქვს", - გვითხრა ენდელაძე.

მას შეთავაზებებზეც ვკითხეთ:

"საჩხერის "ჩიხურაში" მიწვევდნენ და სანამ კლუბთან გავარკვიე ურთიერთობა და სანამ პასუხი
ვუთხარი, სხვა მოთამაშე მიიწვიეს და მე ისევ ახალი გუნდის ძებნა დამჭირდა. მქონდა კონტაქტი თბილისის "ლოკომოტივთან", რომელმაც ჩემს პოზიციაზე მოთამაშე უკვე აიყვანა...

ასე რომ, კვლავ უგუნდოდ ვარ, მაგრამ იმედია, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რომელიმე კლუბში ჩავირიცხები".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული