ნიკა სანდოხაძე: ამ ეტაპზე, რაც შეგვეძლო, ესაა!

AutoSharing Option
18 ივლისს, "ყარაბაღთან" განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ, "სამტრედიას" მცველმა ნიკა სანდოხაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- სამტრედია-ყარაბაღი 0:1 - ერთი გამარჯვება ოცნებად დაგვრჩა... [VIDEO]

"ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით და მატჩიც, აქედან გამომდინარე, რთული გამოვიდა. ფეხბურთელებს ძალიან გვინდოდა მოგება და მოედანზე ბოლომდე დავიხარჯეთ, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, ის მომენტები, რომელიც შევქმენით, ვერ გამოვიყენეთ.

ამ ეტაპზე, რაც შეგვეძლო, ესაა. მომავალში უკეთ თამაშიც შეგვიძლია.

არ მიყვარს მსაჯობაზე საუბარი, მაგრამ პირველ შეხვედრაში რამდენიმე სადაო მომენტში მსაჯმა გადაწყვეტილება აზერბაიჯანელთა სასარგებლოდ მიიღო. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ შეცდომები გუნდმაც
დავუშვით...

0:5 წაგებული მატჩის შემდეგ რთულია, მოედანზე მოტივირებული გამოხვიდე. ჩვენთვის ეს პრესტიჟის მატჩი იყო. ვიცოდით, რომ მატჩს ჩვენი ერთგული გულშემატკივრები, ოჯახის წევრები დაესწრებოდნენ და სწორედ მათვის ვითამაშეთ", - თქვა სანდოხაძემ.