საქართველოს ჩემპიონატი. I ტური: ჩისკომ თბილისის "დინამოს" გამარჯვება მოუტანა

AutoSharing Option
11 აგვისტოს საქართველოს ჩემპიონატის I ტურის სამი მატჩი გაიმართა. ევროპალიგაზე წარმატებით მოთამაშე გორის "დილამ" ჩემპიონატიც მოგებით დაიწყო. გიორგი დევდარიანის გუნდმა სტუმრად 2:1 დაამარცხა ბოლნისის "სიონი".

"სიონი" მცველმა დაჩი ფოფხაძემ მე-11 წუთზე დააწინაურა. 39-ე წუთზე "ჰაიდუკთან" საპასუხო მატჩის გმირმა გრიგოლ დოლიძემ გაათანაბრა. მეორე ტაიმში კი გამარჯვების გოლი მანვე გაიტანა (77-ე წუთი).

საჩხერის "ჩიხურამ" ევროთასებზე ნაკლები წარმატებით იასპარეზა (დებიუტანტმა მხოლოდ ერთი ეტაპი გაიარა), თუმცა ჩემპიონატი ამ გუნდმაც გამარჯვებით დაიწყო, "ზუგდიდს" 3:1 სძლია. ლაშა ჭელიძემ მე-12
წუთზე დააწინაურა სტუმრები, მაგრამ ირაკლი ეხვაიამ 51-ე წუთზე გაათანაბრა.

78-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა ისევ დააწინაურა საჩხერელები, ხოლო ანგარიშს წერტილი რატი წინამღძღვრიშვილმა ბოლო წუთზე დაუსვა.

საქართველოს ჩემპიონმა "დინამომ" "ზესტაფონს" უმასპინძლა. ანგარიში 27-ე წუთზე გიორგი მერებაშვილმა გახსნა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ირაკლი ქობალიამ გაქვითა და ალბათ პირველი სენსაციაც შედგებოდა, რომ არა მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე "ზესტაფონის"მცველთა უნიათო თამაში, ბურთი ჩისკო მუნიოსს მიუვიდა და ესპანელმაც "დინამოს" 3 ქულა მოუტანა - 2:1.

ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატი. I ტური: "ვიტ ჯორჯია" და "მერანი" მოგებით იწყებენ [VIDEO]