"დილა" გორში დამარცხდა, ქუთაისის "ტორპედო" - რუსთავში [VIDEO]

AutoSharing Option
9 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XII ტურის სამი მატჩი გაიმართა.

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, სადაც "დილამ" ბოლნისის "სიონი" მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

ანგარიშის გახსნა უკვე მატჩის მეორე წუთზე ლაშა თოთაძემ შეძლო, გიორგი განუგრავამ კი საბოლოო ანგარიში მატჩის მიწურულს დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია ქუთაისის "ტორპედომ", რომელიც რუსთავში "მეტალურგს" ესტუმრა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ რუსთაველები წინ რევაზ გეწაძემ გაიყვანა (47 წუთი), სხვაობა კი ორბურთიანი გიორგი ბერიაშვილმა 55-ეზე გახადა. ქუთათურებმა დარჩენილ დროში მხოლოდ
ერთი ბურთის გავქვითვა შეძლეს - გატანა მამია გავაშელიშვილმა შეძლო (78).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ახალი მწვრთნელის ხელში ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა ცხინვალის "სპარტაკმა". კახა კაჭარავას შეგირდებმა "მცხეთა პარკზე" მარტვილის "მერანს" უმასპინძლეს და 89-ე წუთზე თეიმურაზ ჭყონიას მიერ გატანილი გოლით გაიმარჯვეს - 1:0.

უმაღლესი ლიგის 12-ე ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა კვირას, 10 ნოემბერს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XII ტურის წინ: ორი ინტრიგა ლიხს იქით და ლიხს აქეთ
ასევე დაგაინტერესებთ