ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
16-18 ივნისს, ასტანის გრანდ სლემზე 10 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

ყაზახეთის დედაქალაქში - 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაბრუნდა ბექა ღვინიაშვილი. 27 წლის ძიუდოისტს - 90 კილოგრამში დიდი კონკურენცია აქვს, ჰყავს მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპისა და მსოფლიოს გამარჯვებული ლუკა მაისურაძე, რის გამოც "ტაისონას" აღარ ეძლეოდა შანსი, რომ თავი გამოეჩინა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

- 66 კგ - გიორგი თუთაშვილი, ლაშა ნადირაძე

- 73 კგ - კოტე კაპანაძე, გიორგი ტერაშვილი

- 81 კგ
- ზაურ დვალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე

- 100 კგ - ბექა ღვინიაშვილი, გიორგი ბერიაშვილი

+ 100 კგ - გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი

ქალთა ნაკრები ყაზახეთში არ მიემგზავრება.


მკითხველის კომენტარები / 12 /
ნუ დაგვავიწყდება ძმებო,რომ -100 კგ-ში ილია სულამანიძე გვეზრდება.არა და ბექა ღვინიაშვილი ნიჭით მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული მოჭიდავეა ქართული ძიუდოს ისტორიაში და ყოველმხრიდან კონკურენციაში მოუწია ყოფნა.27 წელი არ არის დიდი ასაკი მაგ სპორტისთვის,რაღაც უნდა მოიფიქრონ მწრთვნელებმა.100 კგ-თვის სიმაღლე აშკარად არ ჰყოფნის,ჩავლება/გადავლებებს ვერ ამუშავებს ისე თავისუფლად,როგორც 90 კგ-ში,სადაც ის ორი გადარეული ვეფხვი გვყავს ქართველებს.მართლაც სერიოზული დილემაა გუჯეჯიანის წინაშე,მაგრამ ბექას ეკუთვნის შანსი მიცემა.ლიპომაც მგონი დროა,მისცეს ასპარეზი ახალგაზრდებს და თავისი გამოცდილება მათ გაწრთვნას მოახმაროს
ძიუდოს ქომაგი
16:43 14-06-2023
0
აი მე კი სხვა აზრის გახლავარტ,90 სჰი რაც ხდება კველამ ცჰემზე ყკეტესად იციტ.მასჰინ ბექა (ეს ულამაზესი სტილის,უნიცჰიერესი მოცჰიდავე)19 ცლის იკო და იმიტომაც გაქაცჰა 100 ცჰი,ეხლა 100 გვიანია,ცჰემი აზრი მასჰინაც და ეხლაც ესეტია,ყმდა ცავიდეს სადმე მარტმადიდებულ ქვეკნებსჰი.სანამ კიდე სჰეუზლია.
kako
14:53 06-06-2023
9

სიახლეები პოპულარული