ზუგდიდი-უნივერსიტატია 0:1 - გიორგი დარასელია ბრაზილიელს აკვირდება

AutoSharing Option
"ზუგდიდმა" თურქულ შეკრებაზე პირველი საკონტროლო შეხვედრა გამართა და რუმინულ "უნივერსიტატიასთან" (კრაიოვა) 0:1 წააგო. მატჩი ბელეკის სასტუმროს სტადიონზე გაიმართა.

"უნივერსიტატია" თამაშობს II ლიგაში, რომელიც ორ ზონადაა გაყოფილი. კრაიოველები სერია 2-ის ლიდერები არიან. ამჟამად "უნივერსიტატიას" ფინანსურად უჭირს და ამიტომაცაა ქვედა ლიგაში, თორემ ადგილობრივი მასშტაბით, ტრადიციული კლუბია. თუ გახსოვთ, 1994 წელს თბილისის "დინამომ" "უნივერსიტატია" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოთიშა...

"ზუგდიდმა" ამ შემადგენლობით ითამაშა: ქვილითაია (46. ზარქუა) - კანკია (85. ლ. მჭედლიშვილი), აფაქიძე, მირცხულავა, ჯავაშვილი - შალიკაშვილი (77. ნ. ქირია), გუგუჩია (73. ბულია) -
კირკიტაძე, სიხარულია (72. ქებაძე) შ. ლომია (60. სამუშია) - კავალიაუსკასი (46. ლინკოლნი).

Sportall.Ge

"არაფერს ვაჭარბებ, კრაიოვას "უნივერსიტატიასთან" გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა, - გვითხრა "ზუგდიდის" სპორტულმა დირექტორმა ფრიდონ კერვალიშვილმა, - მაგრამ ბურთი კარში არა და არ შევიდა.

დავით კირკიტაძეს ორჯერ ჰქონდა რეალური საგოლე შანსი, ერთხელაც ლუკა გუგუჩიას. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, ჩვენი კაპიტნის, ზვიად სიხარულიას მიერ დარტყმული ბურთი მეკარე ბოიარ ბრაცმა "ცხრიანიდან" ჩამოხსნა.

65-ე წუთზე, საჯარიმოში გუგუჩიას მოცელვისთვის, სომეხ არბიტრ გევორქ იაგოვიანცს პენალტის დადება მართებდა, მაგრამ თამაში გააგრძელა, რითიც ძალიან გაგვაოცა...

მატჩი ძალზე მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. რუმინელები საკმაოდ ხისტად თამაშობდნენ. მსაჯმა მათი 3 ფეხბურთელი გააფრთხილა, ჩვენგან კი რომეო კანკიასა და ირაკლი შალიკაშვილს უჩვენა ყვითელი ბარათები...

სამწუხაროდ, 85-ე წუთზე კანკიამ მეორე ყვითელი ბარათიც მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა, თუმცა, წინასწარი შეთანხმებით, მისი შეცვლა დასაშვები იყო და თამაშში ლაშა მჭედლიშვილი ჩაერთო.

ერთადერთი გოლი ვიორელ ფერფელეამ იბრაჰიმოვიჩის სტილში, საჯარიმოს სიახლოვიდან "მაკრატელათი" გაგვიტანა.

თამაშის დამთავრებისთანავე მეზობელ მოედანზე ლუგანსკის "ზორიასა" და სამარის "კრილია სოვეტოვის" ფეხბურთელები თამაშობდნენ. ჯაბა ლიპარტიამ ("ზორია" - რედ.) დაგვინახა, მოვიდა და მოგვიკითხა, ალეკო ამისულაშვილი ("კრილია" - რედ.) სასტარტო შემადგენლობაში იყო და ვერ მოვიდა.

"ზუგდიდის" შემადგენლობაში უცნობ გვარს შენიშნავდით - გუნდში 21 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი ლინკოლნი ისინჯება. მისი საკითხი შეკრების დასრულების შემდეგ გადაწყდება".

Sportall.Ge

"ზუგდიდი" მომდევნო შეხვედრას 13 თებერვალს გამართავს - გიორგი დარასელიას გუნდი რუსეთის ჩემპიონატის პირველი ლიგის ბინადარ კალინინგრადის "ბალტიკას" გაეჯიბრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს გუნდი უნგრეთის კიარა რუმინეთის ერთ-ერთი ტოპ კლუბი იყო, ფინანსურად გაუჭირდათ უბრალოდ...
ssss
16:01 13-02-2014
0
kargad vitamasheto mara cavageto,ertxel cudad itamashet da moiget ra ikneba,ungretis meore ligis ufulo gundsac ver ugebt da sad an vis mougebt tkven
goga
13:58 13-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული