"ზესტაფონი" იძირება - ფეხბურთელები წავიდნენ, ილია კოკაიაც მიდის...

AutoSharing Option
17 დეკემბერს, საქართველოს ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა.

ამას წინათ, მარგველთა ბანაკს რამდენიმე კონტრაქტამოწურული მოთამაშე გაეცალა, ახლა კი, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გუნდს დანარჩენი ფეხბურთელებიც ტოვებენ. ანუ "ზესტაფონი" თითქმის მთლიანად იცლება...

მოთამაშეთა დიდი ნაწილი უკვე შეუთანხმდა კლუბს კონტრაქტის დროზე ადრე გაწყვეტაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ იმერული გუნდის წევრები ავტომატურად გახდებიან თავისუფალი აგენტები და ნებისმიერ ქართულ თუ უცხოურ გუნდში შეეძლებათ გადასვლა.

რეალურად რა ხდება "ზესტაფონში"? კლუბის მფლობელი ილია კოკაია ამ დროისათვის საქართველოში არ იმყოფება.

კლუბმა საკუთარი პოზიციის
დაფიქსირება პრესსამსახურის ხელმძღვანელ სერგო ფუტკარაძეს მიანდო:

- "ზესტაფონის" ფეხბურთელთა დიდ ნაწილთან, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტი გაწყდა. როგორც იცით, მწვრთნელებსაც დაუსრულდათ კლუბთან ხელშეკრულების ვადა.

- ილია კოკაია აღარ დააფინანსებს "ზესტაფონს"?
- კლუბის დამფინანსებელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმ მარაზმის პირობებში, რასაც სადღეისოდ წარმოადგენს საქართველოს ჩემპიონატი, ფეხბურთში ფულის დაბანდება აღარ ღირს.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება 16-გუნდიანი პირველობის ჩატარების თაობაზე, ჩვენი ჩემპიონატის დონე კატასტროფულად დაეცა. ის აღარ ჰგავს პროფესიონალი ფეხბურთელების შეჯიბრებას.

არაერთხელ დაირღვა დებულება - თუნდაც, ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდისას. უმაღლეს ლიგაში დაუშვეს ეროვნული ლიცენზიის არმქონე კლუბები. ეროვნული პირველობა აღარ წარმოადგენს ტურნირს, რომელშიც შესაძლებელია ფეხბურთელის პროფესიული ზრდის პირობების შექმნა და არც ის შეიძლება, რომ ამ ჩემპიონატიდან ევროთასებზე გასულმა გუნდმა წარმატებით ითამაშოს.

- კიდევ რამ განაპირობა მისი ასეთი გადაწყვეტილება?
- იმედგაცრუებამ მთელი რიგი ფაქტორების გამო. დავიწყოთ თავიდან: დღემდე არ ჩანს სახელმწიფოს მიერ დაპირებული ფეხბურთის განვითარების პროგრამა. ამის საპირისპიროდ, მივიღეთ გაუთავებელი კინკლაობა სახელმწიფო სტრუქტურებსა და ფედერაციას შორის. კერძო ინვესტორი ბიუჯეტში იხდის თანხას, რომელიც მერე მისი კონკურენტი კლუბის გაძლიერებას ხმარდება.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - ამ ფულით ხდება მისი კონკურენტი კლუბის მიერ ამავე კლუბიდან ფეხბურთელის გადაბირება.

სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ღონისძიებების გატარება აქამდეც იყო საჭირო. ამ პროექტის განხორციელების დაგვიანებამ გამოიწვია ფეხბურთიდან ინვესტორების წასვლის ან დაფინანსების მკვეთრად შემცირების პროცესი. ქმედითი ღონისძიებები უნდა გატარდეს მანამ, სანამ უკანასკნელი კერძო ინვესტორი იმედგაცრუებული დატოვებს ქართულ ფეხბურთს.

მოგეხსენებათ, "ზესტაფონს" შეთანხმება ჰქონდა ადგილობრივ მუნიციპალურ ორგანოებთან. შარშან მიიღეს გადაწყვეტილება 300 ათასი ლარის გამოყოფის თაობაზე. ეს თანხა უნდა მოხმარებოდა საკლუბო ინფრასტრუქტურის - სტადიონისა და ბაზის შენახვას. სამწუხაროდ, წელს მხოლოდ 100 ათასი ლარის დახმარება გამოიყო.

ახლა კი, ვიმედოვნებთ, პროცესი დაჩქარდება და ზესტაფონში ფეხბურთი არ მოკვდება. საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" არ გაუქმებულა, თუმცა... ამ ეტაპზე ასეთი სიტუაციაა.

- საინტერესოა, ითამაშებს თუ არა "ზესტაფონი" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპზე?
- ამ დროისთვის, მოვლენათა განვითარების არც ერთი სცენარი არ არის გამორიცხული. ალბათ, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, რა თანხას გაიღებს მუნიციპალიტეტი ფეხბურთის განვითარებისთვის.

300 ათასი ლარი, რომელიც საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას უნდა მოხმარდეს, უკვე ასახულია ქალაქის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში. თუმცა, მეორე საკითხია, რამდენად იქნება ის საკმარისი. ეს მხოლოდ ინფრასტრუქტურული ხარჯებია. კლუბის დაფინანსების საკითხი კი გაურკვეველია.

* * *
..."ზესტაფონი" 10 წლის წინათ, 2004 წელს დაარსდა. ამ დროის განმავლობაში გუნდი ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, მოიგო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები (ორჯერ), დაეუფლა ქვეყნის თასს. მოიგო საქართველოს სუპერთასი.

მოკლედ, ახლა ჯერი ზესტაფონის მუნიციპალიტეტზეა. მან ქალაქში ფეხბურთის სიკვდილი და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაჩანაგება არ უნდა დაუშვას.

ცოტა ხნის წინათ, "ტორპედო" კერძო ინვესტორმა დატოვა და მას მშველელად მერია მოევლინა. ამას გარდა, სოლიდური თანხით დაეხმარა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ქობულეთის "შუქურასაც"; ასევე, ყველაფერს აკეთებს "სიონის" კეთილდღეობისთვის ბოლნისის გამგეობა. ეს ზესტაფონისათვის კარგი მაგალითი უნდა იყოს.

და ერთიც: უკვე წლებია, ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც ოდითგანვე იყო ამ ქალაქში ფეხბურთის განვითარების გარანტი, თეთრს აღარ ახმარს სპორტის ნომერი პირველი სახეობის განვითარებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 25 /
ზესტაფონი კი არა ქარტული ფეხბურტია ჰაზირული უკვე კარგა ხანია
dato
25 დეკემბერი 2014 20:04
0
ხოდა ეხლა ვინც ამას მათხოვარს უძახოდა და წავიდეს წავიიდესო იმ ხალხმა უპატრონოს ზესტას უპატრონონ ზესტაფონს.
qutaiseli
24 დეკემბერი 2014 14:27
0
არაფერი არ გამოვა
ავტო
21 დეკემბერი 2014 23:58
0
ერთმა კაცმა ახსენა იდეა კავკასიის ჩემპიონატის ჩატარების შესახებ და დამიჯერეთ ეს კარგი იდეაა იმ პირობით რომ ყველა ქვეყანას ექნება ევროასპარეზის საგზური მაგ. ქართული გუნდი მე 7 ადგილზეც რომ იყოს თუ იქნება ყველაზე წინ სხვა ქართულ გუნდებს შორის ის ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე !! თან კარგი საპრიზო ფონდი ექნება კავკასიის ლიგას და გუნდებიც გაძლიერდებიან გარდა ამისა პარალელურად იქნება საქართველოს ჩემპიონატი შედარებით სუსტ გუნდებს შორის ამ იდეას დამუშავება უნდა,თუ უეფასთან შეთანხმება მოხდა ჩემპიონ გუნდს პირდაპირ ლიგის საგზურს თუ არა ფლეიოფსაც მისცემენ დე ეს პროექტი თუ შედგა ჰოლანდიის და იტალიის ჩემპიონატის დონეს მივაღწევთ წინააღმდეგობრივი ფაქტორებია ყარაბაღი და რუსეთის სახელმწიფო შეიძლება შეწუხდეს ამით მაგრამ ყველაფერი დაზღვეული უნდა იყოს თუ შუა ჩემპიონატის დროს მოუწევს შეწყვეტა შიდა ჩემპიონატზე გადაწყობის სისტემა მოფიქრებული უნდა იყოს მაგრამ არ მგონია ეს ფაქტორები დიდი პრობლემა მთავარია ცდა!!ამის პარალელურად საქართველოს ჩემპიონატის განვითარებაც შეიძლება რაც მთავარია მაყურებელთა დასწრება გაიზრდება ფულის ინტერესი რომ იქნება ბიზნესიც დაინტერესდება ამას ყველაფერს კომუნიკაცია სჭირდება სპორტის მინისტრების და ფედერაციების დონეზე სამ ქვეყანას შორის !
grisha
21 დეკემბერი 2014 19:51
0
რაც კოკაიას გაკეტებული აქ ნეტა მისი ნახევარი გააკეტონ
paata
21 დეკემბერი 2014 14:15
0
ქალბატონო თამრიკო ეს კაცი თავის ფულს დებდა ის იკითხეთ თქვენ ბოლო წლები სად მიდიოდა ფეროს ფულები დაეპითეტები შეარჩიეთ გთხოვთ ერთხელ ყოფილხართ ზესტაფონში თანმაშზე?
tamrikos
21 დეკემბერი 2014 14:03
0
ზესტაფონის სახელით გეუბნები. წავიდა ეს აფერისტი და მოდი შენ. რას ვუყუროთ ჩვენ? შენ თბილისში ცხოვრონ ალბათ და წახვალ დინამოზე. ჩვენ რა ვქნათ?
levanis
21 დეკემბერი 2014 14:01
0
ყველამ კარგად ვიცით როგორია ფედერაციის მუშაობა, მაგრამ ეგ კაცი აფერისტია. კიდე რამდენჯერ წავა და მოვა საინტერესოა.
Levani
21 დეკემბერი 2014 13:31
0
როცა ბრიუგეს ეთამაშა და ასე თუ ისე რაღაც ითამაშა ის გუნდი რომ შეენარჩუნებინათ დღეს მართლა სერიუზული გუნდი იქნებოდა,მაგრამ დაშალეს გუნდი ამ მათხოვრებმა და ასე გინდა რამის მიღწევა?
სასაცილოები ხართ რააა
Tamriko
20 დეკემბერი 2014 23:42
0
მოკლედ მაგარი მათხოვარი მეპატრონეები ყავს ზესტას რაა .შე მართლა მათხოვარო არ დებ იმდენს რომ გუნდმა ისუნთქოს და ნორმალური ლეგიონერები მოიყვანო და არიცი ასეთ ფულის ჩადებას აზრი არ ააქვს?! აბა ჩადე ნორმალურად და ნახავ შედეგი თუ არ იყოს..........
Tamriko
20 დეკემბერი 2014 23:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული