მიზეზი კი არახალია და ყველას კარგად მოეხსენება "მეტალურგის" უმძიმესი ფინანსური მდგომარეობა...
ყოველივე ამის მიუხედავად, ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით, "მეტალურგმა" ჯერ კიდევ 26 დეკემბრიდან დაიწყო ვარჯიში და ორი საკონტროლო მატჩიც ჩაატარა: ჯერ თბილისში ითამაშა "ცხინვალთან" და 0:4 წააგო, სულ ახლახან კი გორში "დილას" ესტუმრა და, ბევრისთვის მოულოდნელად, 2:0 მოიგო.
მოულოდნელობაზე კი იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას,
"მეტალურგის" მთავარმა მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ "დილასთან" ორი შემადგენლობა ათამაშა, თუმცა, პოტენციურ ახალწვეულთაგან ვინ დარჩება რუსთაველთა გუნდში, ეს ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არ არის.
პირველი ტაიმი: ბედიაშვილი - ზ. გელაშვილი, მიქაუტაძე, ლ. ნოზაძე, ლ. მჭედლიშვილი - სარიშვილი, ვასაძე - სტეფნიაშვილი, ჯოხაძე, ხაბელაშვილი - სიხარულიძე;
მეორე ტაიმი: ნადირაძე - ი. შალიკაშვილი, ექვთიმიშვილი, ლ. ჩაგელიშვილი, მიქელაძე -გუჯაბიძე, ზ. მამასახლისი - გაბაშვილი, ასათიანი, გოცაძე - ტორონჯაძე.
"მეტალურგის" მთავარი მწვრთნელის, ვარლამ კილასონიას თქმით, "დილასთან" მატჩის შედეგზე მეტად ის იყო დადებითი ფაქტორი, რომ გუნდმა მთლიანობაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. რა თქმა უნდა, იყო შეცდომებიც, მაგრამ თამაშის ხარისხი (მით უფრო, წინა საკონტროლო მატჩთან შედარებით) ბევრად უკეთესი ყოფილა.
ახლა კი "მეტალურგის" სატრანსფერო სიახლეებზეც: ადრევე გაუწყეთ, რომ გუნდიდან წავიდნენ გიორგი ალავერდაშვილი (პოლონურ "გურნიკში") , ირაკლი ხუჭუა ("შუქურაში"), და ძირითადი შემადგენლობის ორი წამყვანი ფეხბურთელი - გიორგი ქავთარაძე (ბათუმის "დინამოში") და კახაბერ კაკაშვილი ("ჩიხურაში");
თუმცა ეს სია კიდევ გაგრძელდა: დავით გელაშვილი ერთწლიანი პაუზის მერე "ცხინვალში" დაბრუნდა, პირველ წრეში "მეტალურგის" საუკეთესო ბომბარდირი და ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დაჩი ცნობილაძე კი კარიერას "სიონში" გააგრძელებს.
იჯარა დაუმთავრდა და თბილისის "დინამოში" დაბრუნდა "მეტალურგის" კიდევ ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, 18 წლის ოთარ კიტეიშვილი.
თუმცა დანაკლისი მხოლოდ ეს არ არის: ძალიან დიდია იმის ალბათობაც, რომ სხვაგან გააგრძელოს კარიერა რუსთაველთა გუნდის კიდევ ერთმა ლიდერმა, 22 წლის ვარლამ კილასონია-უმცროსმა. ისე, პირველი წრის შემდეგ ცნობილაძე-კილასონიას "დუეტს" მთხოვნელები რომ არ მოაკლდებოდა, ისედაც ცხადი იყო.
"დილასთან" მატჩში მცირე ტარვმების გამო არ უთამაშიათ გიორგი ნარიმანიძეს და გიორგი კილასონიას;
რაც შეეხება პოტენციურ ახალწვეულებს, "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელის აზრით, გუნდში დარჩენის დიდი შანსი აქვთ თორნიკე სტეფნიაშვილსა და 18-19 წლის ბიჭებს: ზურაბ გელაშვილს ("ტორპედოში" თამაშობდა), ლუკა ნოზაძესა და სანდრო სარიშვილს (ორივე - "დინამო 2", თბ.)
მომდევნო საკონტროლო მატჩს "მეტალურგი" დღეს ჩაატარებს სტუ-სთან, შემდეგ კი კიდევ ორი სპარინგია დაგეგმილი (სავარაუდოდ, 1-ელ და 4 თებერვალს).
დაბოლოს, კიდევ ერთი ამბავიც: როგორც ვარლამ კილასონიამ გვითხრა, მართალია, უკვე მეათე დღეა, კლუბის ხელმძღვანელობასთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია, მაგრამ, მისი ინფორმაციით, "მეტალურგის" შეფები აქტიურად არიან ჩართულნი ფინანსების მოზიდვაში და ვინ იცის, იქნებ მოხერხდეს კიდეც ამ მართლაც საინტერესო და საკუთარი ხელწერის მქონე გუნდის გადარჩენა!
არაფერს ვაჭარბებთ - თუ ასე გაგრძელდა, ძალიან გვეეჭვება, რომ "მეტალურგმა" ჯერ კიდევ გუნდში დარჩენილი ფეხბურთელები ან მთავარი მწვრთნელი შეინარჩუნოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"