გავრცელებული ინფორმაციით, კაპიტანსა და მთავარ მწვრთნელს, სოსო ფრუიძეს შორის კონფლიქტი მოხდა და სწორედ ეს არის ოდიკაძის გადაწყვეტილების მიზეზი.
Sportall.ge ინფორმაციის გასაგებად იმერელთა თავკაცს დაუკავშირდა.
- დავით ოდიკაძე გუნდიდან მიდის?
- არ ვიცი არაფერი. ამ თვის ბოლოს მაქვს შეხვედრა ხელმძღვანელობასთან. რას დავგეგმავთ და როგორ იქნება, ჯერ არავინ იცის.
- ამბობენ, რომ თქვენსა და ოდიკაძეს შორის კონფლიქტი მოხდა...
- არ ვიცი, მე არაფერი გამიგია, არაფერი ყოფილა.
- ანუ ბიუჯეტზე იქნება დამოკიდებული, ვინ დარჩება და ვინ წავა
- თუ ოდიკაძე, სხვა და ადგილობრივი ფეხბურთელები, რომლებიც მოწვეული გვყავდა, დარჩებიან იმ ბიუჯეტზე, რაც იქნება და ჩვენ მათით კმაყოფილები ვართ, ამაზე იქნება დამოკიდებული.
- ბიუჯეტი შეგიმცირდებათ?
- როგორ გაგრძელდება, არ ვიცით. სახელმწიფო პროგრამა იქნება-არ იქნება, დაგვაფინანსებენ თუ არა, რა დონის გუნდი ვიქნებით, გასარკვევია.
- ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ გუნდი ოთხეულს მიღმა დარჩა?
- არც ისე ადვილი იყო ოთხეულში მოხვედრა. მეხუთე ადგილიც არ არის ცუდი შედეგი, იმის ფონზე, თუ რა ტრავმები გვქონდა. არ მგონია, ამას გავლენა მოეხდინა და ცვლილება ამან განაპირობოს.