პაპუნა ფონიავა "მერანს" დაემშვიდობა და კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს

AutoSharing Option
ახალი სატრანსფერო სეზონი მარტვილის "მერანმა" რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით დაიწყო. ცნობილია, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გუნდი დატოვეს გოგი ფიფიამ, საბა ლომიამ, ზურაბ მამალაძემ და ვაჟა ლომაშვილმა.

მარტვილელთა 24 წლის მეკარე გიორგი ბეგაშვილი, რომელსაც თავის დროზე "ჩიხურაში", "გაგრასა" და "სამტრედიაში" უთამაშია, კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს. ასევე "დინამოს" კუთვნილებაა 19 წლის ვაჟა ქიქავა, რომლის საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება.

სამაგიეროდ, დანამდვილებით შეიძლება ვთქვათ, რომ მარტვილს დაემშვიდობა "მერანის" ვიცე-კაპიტანი პაპუნა ფონიავა. მან უმაღლეს ლიგაში ოთხი სრული სეზონი ჩაატარა. დღეს ის ოფიციალურად გახდება ბათუმის "დინამოს" წევრი. ფონიავა
ზღვისპირელებთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ამავე დროს, "მერანში" ახალწვეულებიც არიან. გუნდში მოვიდნენ "ვიტ ჯორჯიის" ექსკაპიტანი გიორგი გეთიაშვილი და ფოთის "კოლხეთის" შემტევი ნახევარმცველი შოთა ჯიქია.

როგორც კლუბში ამბობენ, ახალი ფეხბურთელების დამატება თითქმის ყველა რგოლშია დაგეგმილი. ამას გარდა, შემადგენლობა დუბლებიდანაც შეივსება. ახალი სეზონისთვის მზადებას "მერანი" 15 ივნისს, მარტვილში შეუდგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Mibadzet dinamo batums da gaaaformet 3 wliani an 2 wliani kontraktebi. Sagol dinamo batumi. Es imas nishnavs ro minimum 3 wlit win iyiuebian da gundis msheneblobas agrdzeleben. Win dinamo batumi!!!!!!!
jimka707
15:20 08-06-2015
1

სიახლეები პოპულარული