გეთიაშვილს რომ თავი "მერანში" ეგონა...მარტვილში ფინანსური კრიზისია

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიას" კაპიტანმა, 25 წლის გიორგი გეთიაშვილმა მარტვილის "მერანთან" კონტრაქტი რომ გააფორმა, ამაზე უკვე ვწერდით. "მერანის" ახალწვეული რომ გვეგონა ფეხბურთელი, საქმე მთლად ასეც არ ყოფილა.

"დღემდე მეც მეგონა, რომ "მერანის" წევრი ვიყავი. ის კი არა, საიტზე შევედი და ვნახე ჩემი სახელი და გვარი გუნდის ფეხბურთელებს შორის, მაგრამ...

ახლახან დამიკავშირდნენ კლუბიდან და მითხრეს, რომ ფინანსური კრიზისის გამო ჩემთან თანამშრომლობას ვეღარ შეძლებენ.

არადა, "სამტრედია" მიწვევდა, მე კი არჩევანი "მერანის" სასარგებლოდ გავაკეთე. ორივე გუნდში მითხრეს, რომ ოთხეულისთვის იბრძოლებდნენ, მაგრამ მე "მერანში" წავედი", -
გვითხრა გეთიაშვილმა.

როგორც კლუბში გვითხრეს, "მერანი" 17 ივნისს შეიკრიბება და ბევრი რამ ამის შემდეგ გაირკვევა. შევიტყვეთ, რომ კლუბში სასურველი ფინანსური მდგომარეობა ვერ არის, რის გამოც მომავალ ჩემპიონატში აქცენტი ადგილობრივ კადრებზე გაკეთდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული