მათ გარდა, გუნდში გამოცდილი ფეხბურთელებიც მიიწვია. ორი დღეა, გუნდთან ერთად ვარჯიშობენ მარტვილის "მერანის" ყოფილი მეკარე ზურაბ მამალაძე, მარტვილის "მერანის" ყოფილი ნახევარმცველები - აკაკი წყაროზია და გოგი ფიფია. მათ გარდა, გუნდში არიან თავდამსხმელი ვახტანგ კვარაცხელია (ქუთაისის "ტორპედო"), გიორგი ქანთარია (თბილისის "დინამო 2") და დავით კუტალია ("ლაზიკა").
შეროზიას განსაკუთრებით ახარებს ზუგდიდის საფეხბურთო სკოლის აღზრდილის, გურამ სამუშიას დაბრუნება, რომელიც საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ერთ-ერთი ლიდერი იყო და
ყოფილ გუნდს დაუბრუნდა ქანთარიაც. "ზუგდიდში" ადრეც უთამაშიათ მამალაძეს, კვარაცხელიასა და ფიფიას. რაც შეეხება კუტალიას, ის წინა წლებში ზუგდიდის "მგლებში" ირიცხებოდა და ახლა პირველლიგელი ზუგდიდის "ლაზიკიდან" დააწინაურეს.
ზუგდიდელთა შემადგენლობაში ერთ კვირაზე მეტია ვარჯიშობს ახალბედა გიორგი არახამიაც, რომელიც ბოლო დროს თბილისის "სასკოში" თამაშობდა და იმედისმომცემ მოთამაშედ ითვლებოდა.
აღნიშნული ფეხბურთელების გარდა, ზუგდიდელთა შემადგენლობაში ახალგაზრდა უკრაინელი ლეგიონერებიც ვარჯიშობენ. შეროზია ცენტრალურ მცველ სერგეი კოტსა და შემტევ ნახევარმცველ ვადიმ გრიპასაც აკვირდება. ეს უკანასკნელი კიევის "დინამო 2"-ის ფეხბურთელი გახლდათ, 2009-10 წლებში უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებში იწვევდნენ და მისი მაისურით 3 მატჩიც ჩაატარა, მაგრამ ანდრეი გუსინმა კიეველთა დუბლების ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო და რიგის "დაუგავაში" გადავიდა, ბოლოს კი მეორე უკრაინული ლიგის "არსენალ კიევშჩინაში" აღმოჩნდა.
"ზუგდიდი" სრული დატვირთვით ვარჯიშს 10 ივლისიდან შეუდგება. შეროზია ფეხბურთელებს ორჯერად წვრთნაზე გადაიყვანს. მთავარი მწვრთნელი მომავალი კვირიდან ტესტ-მატჩებსაც გეგმავს. მოსალოდნელია, რომ გუნდში კიდევ გამოჩნდნენ ახალი მოთამაშეები.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"