კოლხეთი-ზუგდიდი 0:0 - მამალაძე და ყვითლები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გურიაში მოხშირებულ მორიგ მეგრულ დერბის მონაწილენი მძიმე განწყობით შეხვდნენ: ფოთელებს ფინანსებში უჭირთ, ზუგდიდელებს - ქულებში.

მოლოდინისამებრ, მატჩი ფოთელთა მნიშვნელოვანი უპირატესობით წარიმართა, თუმცა საუცხოოდ თამაშობდა სტუმართა გამოცდილი მეკარე. ფოთელებმა ზურაბ მამალაძეს ერთი-ერთზეც რამდენჯერმე ვერ აჯობეს და აშკარა იყო, "ზუგდიდს" ქულას მეკარე თუ მოუტანდა.

დაძაბული მატჩი უხეშიც გამოდგა - 10(!) ყვითელი ბარათიდან მხოლოდ ერთი იყო მსაჯთან კამათისთვის.

ბოლოსკენ, ფოთელებმა 11-მეტრიანის უფლებაც მოიპოვეს, მაგრამ კოლხთა კაპიტან ომარ გოგონაიას ზუგდიდელთა კაპიტანმა არ გაატანინა, რითიც მამალაძე მატჩის გმირად აქცია.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIV
ტური

06.12. ლანჩხუთი. "ევ. შევარდნაძე"
კოლხეთი-ზუგდიდი 0:0
გამოუყენებელი პენალტი: გოგონაია (83. მეკარე)
კოლხეთი: სეფიაშვილი, კილასონია, ზ. თევზაძე, თ. კაკულია, გოგონაია, ჟიშკარინი, ჩაკვეტაძე, გურეშიძე, გიგაური, ნ. სიჭინავა (80. გ. კვარაცხელია), კუხალეიშვილი (62. ნ. ტუღუში).
სათადარიგოები: ძაგანია, ბარამიძე, ა. შენგელია, ქებურია, ინჯიბაშვილი
მწვრთნელი: გელა სანაია
ზუგდიდი: მამალაძე, გ. ქანთარია, მალანია, თიბილაშვილი, წყაროზია, ჩანადირი (67. ს. ფიფია), ტყემლაძე (45. ბულია), ქირია, წურწუმია (59. სამუშია), ლაშხია, თუთბერიძე.
სათადარიგოები: საბეკია, გ. მიქაძე, ელიავა, ჩანგელია
მწვრთნელი: ლევან მიქაძე
გაფრთხილება: კუხალეიშვილი (20), თიბილაშვილი (40), მალანია (49), ქირია (76), ფიფია (80), ქანთარია (83), ჩაკვეტაძე (84), ლაშხია (86), წყაროზია (89), თევზაძე (90)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი

დღეს
14:00. გორი. "თ. ბურჯანაძე"
დილა-მერანი

XV ტური
11 დეკემბერი, პარასკევი
ლოკომოტივი-ცხინვალი
გურია-კოლხეთი

12 დეკემბერი, შაბათი
სიონი-სამტრედია
მერანი-დინამო (ბთ)
ზუგდიდი-დილა
შუქურა-დინამო (თბ)
საპოვნელა-ჩიხურა
საბურთალო-ტორპედო.

ბომბარდირები
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 11
ო. მარცვალაძე (დილა) 10.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული