ბოლნისის "სიონმა" ანტალიაში ბოლო ტესტ-მატჩიც წააგო

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფმა ბოლნისის "სიონმა" გუშინ, 12 თებერვალს, ბოლო, მეოთხე საკონტროლო მატჩი ყაზახური "აკტობეს" წინააღმდეგ გამართა და ამჯერადაც ვერ მოიგო.

ბოლნისელები 4:0 დამარცხდნენ, მთლიანობაში კი შეკრება 11 გაშვებული და სამი გატანილი გოლით დაასრულეს.

"სიონი" საქართველოში ხვალ, 14 თებერვალს დაბრუნდება და ეროვნული ჩემპიონატისთვის დაიწყებს მზადებას.