ეროვნული ლიგის 34-ე ტურში "გაგრა" ქუთაისის "ტორპედოს" ესტუმრა და 1:0 დაამარცხა.
პირველ ტაიმში მასპინძელთა მხრიდან მათე ცინცაძეს ანგარიშის გახსნის კარგი შანსი ქონდა, თუმცა პენალტი ვერ გამოიყენა, მეორე ტაიმში კი თემურ შონიამ 64-ე წუთზე შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.
ამრიგად, "ტორპედო" 50 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება, შემდეგ შეხვედრას კი 26 ნოემბერს, ბოლნისის "სიონთან" გამართავს.
"გაგრა" 36 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს, მომდევნო მატჩს კი 26 ნოემბერს ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ ჩაატარებს.
რამდენიც გინდა აპრავონ ეს წაგება, თითქოს მესამე ადგილი არ აინტერესებს და თასის ფინალზე აქვს აქცენტი გადატანილიო, არაფერი ამართლებს ლოკომოტივთან ფრეს და 10 კაციან დილასთან წაგებას, მაშინ ხომ ჯერ არ ვიყავით ფინალში.