როგორც მოგეხსენებათ, "ლელო" და "ლიდერბეთი" ამ სეზონის დასაწყისიდან ახორციელებენ პროექტს, რომლის ფარგლებშიც სახელდება თვის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი. ჩვენი აზრით, ეს პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული საკლუბო ფეხბურთის პოპულარიზაციას.
6 მაისს, "ბიბლუს გალერიში" აპრილის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დაჯილდოვდნენ. დაჯილდოების ცერემონიალს პროექტის ავტორ გია ტუხაშვილთან ერთად ჩვეული ოსტატობით უძღვებოდა სპორტული ჟურნალისტი გიგა გვენცაძე.
ზოგადად, აპრილი "საბურთალოს" თვედ შეგვიძლია ჩავთვალოთ. ჩვენი ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდულმა გუნდმა აპრილში 6 მატჩი ჩაატარა. აქედან 4 მოიგო და 2
ფოტოზე: პაბლო ფრანკო მარტინი და გიგი გვენცაძე
პაბლო ფრანკოს პრიზი თბილისის "დინამოს" ლეგენდარულმა მეკარემ, ოთარ გაბელიამ გადასცა. ესპანელმა საუბარი ქართულად დაიწყო და მშობლიურ ენაზე გააგრძელა.
"გამარჯობათ. ეს არის ჩემი პირველი პრიზი საქართველოში. მადლობა გიგას, მადლობა გიას. თუ შეიძლება, ესპანურად გავაგრძელებ. ეს ჯილდო მთელი გუნდის დამსახურებაა. წინა თვეში აქ გიორგი ხარაიშვილთან ერთად ვიყავი და ახლა საუკეთესო მწვრთნელად დამასახელეთ, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით.
მინდა, ჩვენი გუნდის მთელ პერსონალს მადლობა გადავუხადო. საჩუქარი მეც მოგართვით", - დაასრულა სიტყვა ესპანური "ხეტაფეს" ყოფილმა თავკაცმა.
აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა "საბურთალოს" ახალგაზრდა, 19 წლის შემტევი გურამ გოშთელიანი. მან, რამდენიმე ფეხბურთელის მსგავსად, 4 გოლი გაიტანა, ორჯერ შეასრულა დუბლი.
ფოტოზე: გურამ გოშთელიანი და ვლადიმერ გუცაევი
გურამი სამახსოვრო პრიზით "დინამოსა" და ქართული ფეხბურთის კიდევ ერთმა ლეგენდამ, ვლადიმერ გუცაევმა დააჯილდოვა.
"უპირველესად, მინდა, გიორგობის დღესასწაული მოგილოცოთ. ძალიან დიდი სტიმულია ეს ღონისძიება ყველა ფეხბურთელისათვის. რომ არ ყოფილიყო მთელი გუნდის დიდი ძალისხმევა და დამსახურება, მე დღეს აქ არ ვიქნებოდი", - აღნიშნა გოშთელიანმა.
ფოტოზე: გია ტუხაშვილი, გურამ გოშთელიანი და გიგა გვენცაძე
"ლელო" და "ლიდერბეთი" ერთხელაც გამოავლენენ თვის (მაისის) ლაურეატებს, ამის შემდეგ კი წლის შემაჯამებელი ღონისძიების ჯერი დადგება, რომელზეც უკვე სეზონის ლაურეატთა ვინაობას შევიტყობთ.
ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგა. აპრილის ნომინანტები: "საბურთალოს" თვე