მოგეხსენებათ, 2009 წლიდან ლომაია ბაქოს "ინტერის" ღირსებას იცავდა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ "ინტერი" და ლომაია ხელშეკრულებას აღარ გააგრძელებდნენ. როგორც გავიგეთ, თბილისის "დინამო" ლომაიას მეორე მეკარედ განიხილავს.
მას აქამდე არაერთ კლუბში (თბილისის "დინამო", "მერანი", "ლოკომოტივი", მოსკოვის "სპარტაკი", "ხიმკი", "ლუჩ ენერგია", "კარლ ცაისი", "კარპატი", რუსთავის "ოლიმპი" და ბაქოს "ინტერი") უთამაშია, "დინამოში" კი ბოლოს 1999 წელს ირიცხებოდა.
ჩვენი ინფორმაციით, "დინამო" კიდევ ერთ,
რაც შეეხება ლომაიას დაბრუნებას, კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვით. ჩვენ კარგად ვიცით, რამხელა სამსახური გაუწია სამშობლოში დაბრუნებულმა ალექსანდრე იაშვილმა საქართველოს თექვსმეტგზის ჩემპიონს. ლომაიას პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, მასაც ბევრი კარგის გაკეთება შეუძლია, თუნდაც შიდა "სამზარეულოში" თავისი გამოცდილებით.
როგორც ჩანს, "დინამოში" მეკარის პოზიციაზე სერიოზული ცვლილებები იგეგმება. ვნახოთ, რა ბედი ეწევათ ჩემპიონის ამჟამინდელ კიპერებს - ლიბორ ჰრდლიჩკასა და გიორგი ბეგაშვილს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"