"სამტრედია" ევროპალიგაზე საშინაო მატჩს ზესტაფონის სტადიონზე ჩაატარებს

AutoSharing Option
ევროპალიგაზე გასულმა "სამტრედიამ", რომელიც გათამაშებაში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება, სეზონისთვის მზადება სამშობლოში დაიწყო, დღეს, 14 ივნისს კი ევროპულ შეკრებაზე, სლოვენიაში გაემგზავრება.

გამგზავრებამდე "სამტრედიამ" მოსამზადებელი ეტაპის პირველი საკონტროლო შეხვედრა 13 ივნისს, გორში, "დილასთან" გამართა და 2:0 გაიმარჯვა. გოლები ბუდუ ზივზივაძემ და გუნდის ახალწვეულმა ბაჩანა არაბულმა გაიტანეს.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს ვიცე-ჩემპიონები ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩს ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ჩაატარებენ.

ია ცეცაძის გუნდის მეტოქე 20 ივნისს გასამართ წილისყრაზე გამოვლინდება. "სამტრედია" მატჩებს 30 ივნისსა და 7 ივლისს გამართავს.

(იბეჭდება მცირე
ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ