"ზუგდიდის" დაფინანსებას უკრაინელი სპონსორები დღეიდან ოფიციალურად შეუდგებიან

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" დაფინანსებას უკრაინელი სპონსორები დღეიდან ოფიციალურად შეუდგებიან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერიის ხელმძღვანელებსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, ს.კ. "ზუგდიდის" საპატიო პრეზიდენტმა ირაკლი გოგოხიამ და ს.კ. "ზუგდიდის" ვიცე-პრეზიდენტმა სვიატოსლავ სიროტამ, კონტრაქტს ოფიციალურად ხელი მოაწერეს. კონტრაქტის გაფორმებას, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კობა ჯიქია და საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტის მრჩეველი ლევან გულორდავაც ესწრებოდნენ.

- უკრაინელი ინვესტორების ამბავი - არის თუ არა ცნობილი მენეჯერი სელიუკი "ზუგდიდის" ახალი მეპატრონე?

კონტრაქტის მიხედვით, უკრაინელი სპონსორები დღეიდან იღებენ ვალდებულებას ს.კ. "ზუგდიდის" დაფინანსებაზე,
ბავშვთა ფეხბურთის განვითარებასა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე.

შეგახსენებთ, რომ ს.კ. "ზუგდიდის" 51% პაკეტის მფლობელი უკრაინელი სპონსორები არიან, ხოლო კლუბის 49%-ს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია განაგებს.

სკ "ზუგდიდის" პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 8 /
ვერ მივახწიე ტკვენამდე ჩემი კომენტარიდ საინტერესოა
ნორა
06:50 20-08-2016
0
იცოდიტ რას მოგწერდატ ხალხი და გამოიჩინიტ ტვინი წაშლის
ნორა
06:47 20-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული