იურაი იარაბეკი თბილისის "დინამოში" რჩება?!

AutoSharing Option
დღეს, 14 საათზე, თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია პრესკონფერენციას გამართავს და ევროთასებზე წარუმატებელი თამაშის შემდეგ კლუბში მომხდარ ცვლილებებს გაახმოვანებს.

როგორც შევიტყვეთ, სპორტული დირექტორის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ლევან გაბრიჩიძე იმუშავებს. მასზე მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ახალგაზრდა კაცია და ავსტრიაში მენეჯერის განათლება აქვს მიღებული.

ასევე, ჩვენი ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ "დინამოს" მთავარ მწვრთნელად ჩემპიონატის ბოლომდე იურაი იარაბეკი დარჩება. დანარჩენსაც ფიფიას პრესკონფერენციაზე გავიგებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"