"ჩემდა სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ "ზუგდიდთან" თანამშრომლობა ისე შევწყვიტე, ის, ფაქტობრივად, არც დამიწყია. აგვისტოს დასაწყისში კლუბის ვიცე-პრეზიდენტად წარმადგინეს, თუმცა სექტემბრის შუა რიცხვებამდე ჩემი სტატუსი და უფლებამოსილება არც იურიდიულად დადასტურებულა და არც - ფაქტობრივად. ამიტომ სახლში, კიევში დავბრუნდი და ვწუხვარ იმის გამო, რომ "ზუგდიდში" მუშაობა ვერ მოხერხდა", - წერს სვიატოსლავ სიროტა.
ხომ არ ნიშნავს ეს, რომ "ზუგდიდს" უკრაინელი
ბოლნისის "სიონთან" წაგებული მატჩის შემდეგ გავრცელდა ხმები, თითქოს, გუნდს სიროტას მიერ მოყვანილი მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ლიუტიც ტოვებდა, მაგრამ გულორდავამ ესეც უარყო.
ამასობაში, კლუბთან კონტრაქტი გააფორმა უკრაინელმა ლეგიონერმა რუდოლფ სუხომლინოვმა. სხვადასხვა წელს მას კიევის "დინამო 2"-ში, ჩერნიგოვის (უკრაინა) "დესნასა" და ლატვიურ "სკონტოში" უთამაშია. ირიცხებოდა კიევის "დინამოს" მთავარ გუნდშიც, თუმცა ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია.
23 წლის სუხომლინოვი მცველია. "დესნამ" ის საქართველოში იჯარით გამოუშვა. უკრაინელმა ლეგიონერმა ქუთაისის "ტორპედოსთან" ამხანაგური შეხვედრა ითამაშა, თუმცა, შაბათს, "სიონის" წინააღმდეგ განაცხადშიც არ ყოფილა.
სერგეი ლიტოვჩენკოს, დმიტრი ზოზულიას, ალექსანდრ ერმაჩენკოსა და ბადრი აქუბარდიას შემდეგ სუხომლინოვი უკრაინიდან ჩამოსული მე-5 ლეგიონერია.
ზუგდიდელთა კიდევ ერთი ახალწვეული დავით კოხიაა. 23 წლის ნახევარმცველზე "ლელო" ადრე წერდა. მას საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, "გაგრასა" და ბელცის (მოლდოვა) "ზარიაში" უთამაშია. გასულ წელს სერბულ "ვოივოდინაში" ვარჯიშობდა, თუმცა გუნდი ტრავმის გამო დატოვა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"