კლუბის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება დღეს, ბოლო პერიოდში გუნდის მიერ ნაჩვენები არასასურველი შედეგიდან გამომდინარე მიიღო.
ამ ეტაპზე თბილისის "დინამო" თამაზ სამხარაძე გაწვრთნის, რომელიც იარაბეკის ასისტენტად მუშაობდა. სწორედ სამხარაძე გაიყვანს გუნდს 1 ოქტომბერს საჩხერის "ჩიხურას" წინააღმდეგ მნიშვნელოვან შეხვედრაში.
სამხარაძის ასისტენტად დავით ჭიჭვეიშვილი იმუშავებს. კლუბის ხელმძღვანელობა კარგად გაანალიზებს შექმნილ ვითარებას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ გაუძღვება გუნდს მომავალში.
თბილისის "დინამო" წარმატებებს უსურვებს იურაი იარაბეკს.