რენე და პაპუნაშვილი უმკაცრესად დაისჯებიან - "დინამომ" განცხადება გაავრცელა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ლანჩხუთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ 15 ოქტომბერს უმაღლესი ლიგის მე-9 ტურში თბილისის "დინამოს" ფეხბურთელებმა გიორგი პაპუნაშვილმა და რენე ფერეირამ წითელი ბარათები ერთმანეთში ჩხუბის შემდეგ მიიღეს.

- მსაჯმა ორი დინამოელი ერთმანეთში ჩხუბის შემდეგ გააძევა [VIDEO]

"დინამო" თბილისის ხელმძღვანელობა აღშფოთებულია ლანჩხუთში მომხდარი ინციდენტით, გმობს დინამოელი ფეხბურთელების - რენე სანტოსისა და გიორგი პაპუნაშვილის საქციელს. კლუბში შედგება მომხდარი ფაქტის დეტალური განხილვა და ორივე მოთამაშე უმკაცრესად დაისჯება. აქვე გვინდა აღფრთოვანება გამოვხატოთ იმ მოთამაშეების მიმართ, რომლებიც თანაგუნდელთა ქცევის გამო ურთულეს
სიტუაციაში აღმოჩნდნენ, არ დაიბნენ, უმოკლეს დროში შეძლეს მობილიზება და მატჩის დადებითი შედეგით დასრულება", - ნათქვამია განცხადებაში.