ლადო ბურდული: ბოლნისის "სიონი" არ გავარდება!

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონის" სატურნირო მდგომარეობა ფრიად არასახარბიელოა. ქვემო ქართლის გუნდი "წითელ ჯგუფში" ბოლო ადგილზეა.

კლუბის გენერალური დირექტორი ლადო ბურდული, რომელიც ბოლო პერიოდში, არმაზ ჯელაძესთან ერთად, მწვრთნელის ფუნქციასაც ითავსებს, მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი და დარწმუნებულია, რომ "სიონი" მომავალ სეზონშიც უმაღლეს ლიგაში ითამაშებს.

"სიონი" არამც და არამც არ გავარდება უმაღლესი ლიგიდან. პლეი ოფის გზით იქნება თუ პირდაპირ, ლიგაში ადგილს აუცილებლად შევინარჩუნებთ. ახალი ფეხბურთელების დამატებას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ", - თქვა ბურდულმა "ლელოსთან" კომენტარში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"