- სამტრედია-ჩიხურა 2:0 - ნოკდაუნი პირველ რაუნდში [VIDEO]
"ჩემპიონის ტიტული უდიდესი სტიმულია, რომლის გამოც მონდომება და ბოლომდე დახარჯვა ნამდვილად ღირდა.
არც ვიცი, ასეთი შანსი კარიერაში როდის გამიჩნდებოდა და მეც და თითოეული ჩვენგანიც შეხვედრისთვის განსაკუთრებული მონდომებით ვემზადებოდით. ეს თამაშის პირველ წუთებშიც გამოჩნდა. ორივე გუნდის მოთამაშეები ძალიან დაძაბულები ვიყავით. ალბათ, გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ
მისი თქმით, კომფორტული უპირატესობის (2:0) მიუხედავად, "სამტრედიას" მოდუნების უფლება არ აქვს:
"იმის თქმა, რომ უეჭველი ჩემპიონები ვართ, გაუმართლებელია. ჩვენი მეტოქე ძლიერი გუნდია, გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს და მისი კლასი ჯგუფურ ეტაპზეც გამოჩნდა: თბილისის "დინამოს", ქუთაისის "ტორპედოსა" და "ლოკომოტივს" სუსტი გუნდი ვერ ჩამოიტოვებდა. წინასწარ იმასაც ვერავინ იტყვის, მეორე შეხვედრაში რა სიურპრიზებს შემოგვთავაზებენ. ამიტომ თავს დამშვიდების უფლებას ვერ მივცემთ. ჩემი აზრით, შანსები მაინც 50X50-ზეა".
24 წლის ფეხბურთელის თქმით, "ჩიხურასთან" თამაშმა უდიდესი ენერგია წაართვა:
"ორივე გუნდის მოთამაშეებმა იმდენი ვირბინეთ, რაც ჩვენს ჩემპიონატში იშვიათი ამბავია. ასეთ შეხვედრებში ხვდები, რა არის რეალურად დაძაბული ჩემპიონატი, სადაც ცალი ფეხით ვერ მოიგებ და ბოლომდე უნდა დაიხარჯო, ზოგჯერ კი - საკუთარ თავსაც უნდა გადაახტე.
სეზონში 10-15 ასეთი თამაშიც რომ ჩავატაროთ, ევროთასებზე გაცილებით თამამად და უკეთ მომზადებულები ვითამაშებთ.
დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს 10-გუნდიან ჩემპიონატში ასეც იქნება, დონე გაიზრდება და მაყურებლისთვისაც გაცილებით საინტერესო სანახავი გახდება. ასე ფიქრობს ფეხბურთელების 99 პროცენტი და იმედი გვაქვს, რამდენიმე წელიწადში ჩვენი ოქროს მედლის ფასიც გაიზრდება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"