შოთა არველაძე: იორდანიის ნაკრებთან თამაში კარგად მახსოვს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა შოთა არველაძემ გუშინ, 25 იანვარს, იორდანიასთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც 2005 წელს იორდანიასთან გამართული მატჩი გაიხსენა. მაშინ საქართველოს ნაკრებმა იორდანიას თბილისში 3:2 მოუგო, გუშინ კი დუბაიში დამარცხდა.

- იორდანია-საქართველო 1:0 - ვინ არის პასუხისმგებელი? [PHOTO]
- გოლი, რომლითაც იორდანიამ საქართველო დაამარცხა [VIDEO]

არველაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

"იორდანიის ნაკრებთან თამაში კარგად მახსოვს. ბულგარეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ გვქონდა. "ალკმაარში" გადასვლის შემდეგ, სამწუხაროდ, ნაკრებში საკმაო პერიოდის მანძილზე არ მიძახებდნენ. დაახლოებით 8-9 თამაში გამოვტოვე.
ზუსტი მიზეზი არ ვიცი, რატომ არ მიძახებდნენ, თუმცა ფაქტია, რომ ასე მოხდა.

მიუხედავად ამისა, "ალკმაარში" ჩემს საქმეს ვაკეთებდი, სეზონი მაგრად დავიწყეთ და საწყის თვეებში, გამოკითხვების მიხედვით, სიმბოლურ ნაკრებშიც ვხვდებოდი.

ნოემბერში ბულგარეთის ნაკრებთან, სტუმრად ამხანაგური მატჩი გვქონდა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სწორედ ამ თამაშისთვის გამომიძახეს. ის მატჩი 6:2 წავაგეთ. ძალიან დათრგუნული და განადგურებული ვიყავი თამაშის შემდეგ.

ვან გაალთან, რომელიც მაშინ "ალკმაარის" მწვრთნელი იყო, შეთანხმებული ვიყავი, რომ ბულგარეთთან თამაშის შემდეგ ჰოლანდიაში დავბრუნდებოდი. არადა, ბულგარეთის ნაკრებთან თამაშის შემდეგ თბილისში იორდანიის ნაკრებთან თამაში გვქონდა.

ლუის ბულგარეთიდანვე დავურეკე და ვუთხარი, ასეთი ანგარიშით წაგების შემდეგ არ შემიძლია, ნაკრები თბილისში უჩემოდ გავუშვა-მეთქი. ვთხოვე, გაეთვალისწინებინა ყველაფერი და უფლება მოეცა, რომ თბილისში მეც ნაკრებთან ერთად წავსულიყავი. ჩემ გარდა, ბიჭებს, ვინც ევროპაში თამაშობდნენ, თითქმის ყველას, თავისი გუნდის მწვრთნელისთვის ანალოგიური პირობა ჰქონდათ მიცემული. ჩვენთან ერთად თბილისში კობი, იაშკა და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი ვერ წამოვიდა. შესაბამისად, იორდანიასთან თამაშს საკმაოდ შესუსტებული შემადგენლობით შევხვდით.

თამაში თურქებს უნდა ემსაჯათ და მახსოვს, თამაშის წინ მათ ხუმრობით ვუთხარი კიდეც, აბა, თქვენ იცით, ცოტა ჩვენკენაც გამოიხედეთ-თქო. საკმაოდ ტექნიკური გუნდი ჰყავდა იორდანიას. ანგარიში ჩვენ გავხსენით, დემემ გაიტანა, შემდეგ გაგვითანაბრეს. მერე ჩემი პასით ისევ დემემ გაიტანა და ისევ გაგვითანაბრეს. მესამე და გამარჯვების გოლი მე გავიტანე.

სტადიონზე არცთუ კარგი ატმოსფერო იყო. ბულგარეთთან წაგების შემდეგ გულშემატკივარიც გაღიზიანებული იყო, თუმცა ამ მოგებამ მათ ხასიათი ცოტათი გამოუკეთა.

მახსოვს, რომ შემცვალეს, მოედნიდან ოვაციებით გამაცილეს და ჩემს სახელს სკანდირებდნენ. საბოლოოდ ეს თამაში ჩემთვის კარგ მოგონებად იქცა", - წერს არველაძე.
მკითხველის კომენტარები / 8 /
Shota kai fexburteli iyo mara ara sakmarisi qartuli fexburtistvis. Erti kaci arafris momcemia. Ager ukve 22 welia qartul fexburts vuyureb da sul ukan ukan mivdivart yovel wels. Mivtirit dzvel taobas da vixsenebt sasiamovno istoriebs mara tanamedrove fexburtshi magrad vart chamorchenilebi rac saerto fizikuri da disciplinaruli problemaa yvela fexburtelistvis aseve mwvrtnelta nakleboba da rac mtavaria ertmanetis gaqachva da natesaobaa mtavari. Cota gadametebulad sheidzleba gamomivudes mara bevri axalgazrdidan mesmis tanxis motxovna dziritadshi dayenebis sanacvlod. Qartuli fexburtis sikvdilis mtavari tu ara ert erti mizezi aris zemot chamotvlili problemebi.
Optimisti
27 იანვარი 2017 09:22
0
სჰოტას 26 გოლი აქვს ნაკრებსჰი ნეტა ვინმეგააუმჯობესებს
jetro
27 იანვარი 2017 05:40
0
იმ დროინდელ ნაკრებში შოთი ყველა დანარჩენზე ერთი თავით მაღლა დგას, ფეხბურთის თამაშითაც, პროფესონალიზმითაც და ადამიანობითაც!

შოთი მთელი ეპოქაა...







namdvili zaza
27 იანვარი 2017 02:56
0
სჰოტა ნომერი 1 ტავდამსხმელია საქარტველოს დამოუკიდებლობის სჰემდეგ.
მასტან ვერცერტს ვერ მივაახლოვებტ
nika
26 იანვარი 2017 19:51
0
სენზე მაგარი თავდასხმელი არ ყოლია საქართველოს შითი,ამათ გული არ დაგცყდეს ესეთია ეს ცხოვრება,სულ დზლიერებს ებზვიან,თკვენ სამივენი მაგრები ხართ და იმიტომაც უყვარხართ ყველას
dato
26 იანვარი 2017 19:02
0
ის თუ გახსოვს მანამდე ჟირესის მწვრთნელობისას დანიასთან არველაძეს რომ აგინა მთელმა სტადიონმა?

ანუ დასკვნა: ქართველი ვაი გულეშემატკივრების უმეტესობა უკულტუროა.

მაშინ გუშინდელი თამაშიდან განსხვავებით მოვიგეთ ხოლო დღეს მოლდოვას, ფაერრებს და უზბეკეთს ვერ ვუგებთ იორდანისთან ვაგებთ და ვინაა შესაგინებელი?
giorgi-ს
26 იანვარი 2017 17:15
0
რაც იყო ის თქვა :)
მახსოვს ეს თამაში, დარსაძე იყო მწვრთნელი. ძალიან მაგრად აგინა სტადიონმა. არველაძეს რომ ცვლიდა ამაზეც მაგრად აგინეს, მახსოვს ერთმა არველაძეს დაუძახა, მიდი შენც შეაგინე მაგისიო. ყველაზაე მაგარი დარსაძის განცხადება იყო, მე თამაშში ვიყავი ჩართული და არაფერი გამიგონიაო.
giorgi
26 იანვარი 2017 16:13
0
ანუ მე უფრო კაი ტიპი ვარ, მე მწვრთნელს დავურეკე და პირობის მიუხედავად თბილისში წამოვედი. იაშკამ და კობიმ კი ეს ვერ ან არ გააკეთაო. (თარგმანი ასეთია D)
giorgi
26 იანვარი 2017 15:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული