ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

[რეპორტაჟი] საქართველოს ნაკრები კიშინიოვშია, მოლდოველებმა ვაისი გამოარჩიეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე კიშინიოვშია, სადაც 11 ივნისს, თბილისის დროით 20 საათზე, "ზიმბრუს" სტადიონზე დაუპირისპირდება მასპინძელთა ნაკრებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

ქართულმა დელეგაციამ, რომელშიც ხუთი ჟურნალისტიც შედის, მშვენივრად იმგზავრა ნოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვამდე. ვიფრინეთ ორ საათზე ოდნავ მეტი და თბილისის დროით ექვსის ნახევარზე კიშინიოვის მთავარ აეროპორტში დავეშვით.

თუ არ ჩავთვლით ბოლო წამს გამოკლებულ ჯანო ანანიძეს და ლაშა დვალს, ნაკრები სრული შემადგენლობით ჩაფრინდა მოლდოვის დედაქალაქში. ადრევე ვიყავით შეგუებულები იმას, რომ ტრავმების გამო არაერთი ფეხბურთელი დაგვაკლდებოდა.

კიშინიოვი მზიანი დარით შეგვეგება. ჰაერის ტემპერატურა 26 გრადუსია. ცხელა, მაგრამ შემაწუხებლად არა. ზოგადად, გუნდში კარგი განწყობაა. ბიჭებმა თვითმფრინავში ინტელექტუალურ თამაშებში მოსინჯეს ძალა – რა? სად? როდის? საქართველოს ნაკრების შესრულებით კარგი საცქერი გახლდათ.

საქართველოს ნაკრები სასტუმრო ‘"რედისონში" ცხოვრობს, ჩვენ კი ასევე ქალაქის ცენტრში მდებარე "კიშინიოვში" დავბინავდით. თვალის ერთი გადავლებით კიშინიოვში დიდი საფეხბურთო აჟიოტაჟი არ იგრძნობა. ეგაა, ჩამოვედით თუ არა, აეროპორტში რამდენიმე მოლდოველმა ქომაგმა სურათები გადაიღო ვლადიმირ ვაისთან.

თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე ვაისი წინასამატჩო პრეკონფერენციას გამართავს, მერე კი საქართველოს ნაკრების ვარჯიში იქნება.

ალეკო კაკაურიძე კიშინიოვიდან
სპეციალურად Spotall.ge-სთვის

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ