
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები უკრაინას ბათუმში უმასპინძლებს და როგორც nakrebi.ge "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა.
ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე ონლაინ რეჟიმში დაიწყო და მალევე გაიყიდა.
მატჩი "აჭარაბეთ არენაზე" 16 ნოემბერს გაიმართება.