ვაკო გვილია: ერთ მუშტად ვართ შეკრულები და გვჯერა!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვების მოპოვებას მოლდოვას ნაკრებთან გასვლით შეხვედრაში შეეცდება. ვლადიმის ვაისის გწვრთნილი გუნდი რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ითამაშებს, მაგრამ ეს გუნდის მიზანს არ ცვლის. ნავსი უნდა გავტეხიოთ და კიშინიივში მოვიგოთ.

საქართველოს ნაკრების ვარჯიშამდე ვაკო გვილიას გავესაუბრეთ. მას მცირე ტრავმა აწუხებდა და ბოლო სანაკრებო მატჩში ვლადიმირ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში მისი დაყენება ვერ გარისკა. ახლა კი სხვებთან ერთად ვაკოს იმედიც გვაქვს.

– ვაკო, როგორი განწყობაა საქართველოს ნაკრებში მოლდოვასთან მატჩის წინ?
– განწყობა საბრძოლოა. ერთ მუტად ვართ შეკრულები. დიდი იმედი
გვაქვს ყველას, რომ მოლდოვის ნაკრებთან გამარჯვებას შევძლებთ და შესარჩევ ციკლში პირველ შეხვედრას მოვიგებთ.


– არადა, დანაკლისი ძალიან დიდია...
– კი, არაერთი ფეხბურთელი გვაკლია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვინც გავა მინდორზე, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოვიგოთ ეს შეხვედრა. ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია ჩვენთვის. გამარჯვება დადებითად იმოქმედებს ჩვენს ფსიქოლოგიურ განწყობაზე მომდევნო შეხვედრების წინ.

მოლდოვას ნაკრებსაც აქვს დანაკლისი გაცკანის სახით. ეს ფეხბურთელი ამ გუნდისათვის დიდი ძალაა, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი მოთამაშე გვაკლია. ეს ზრდის იმ ფეხბურთელების პასუხისმგებლობა, რომლებიც მინდორზე გავლენ.

– ფაქტია, ჩვენს წინააღმდეგ მოლდოვა მეორე ნორმრად ითამაშებს...
– ალბათ, ასე იქნება. ჩვენი მომავალი მეტოქე ორგანიზებული გუნდია. ეგაა, ხანდახან აქვთ ინდივიდუალური შეცდომები, ჩავარდნები.

ალეკო კაკაურიძე კიშინიოვიდან
სპეციალურად Spotall.ge-სთვის
მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთ მუშტად არა მაგრამ ერთ ყბად ან რამე სხეულის სხვა ნაწილად კი ხართ შეკრული! კორექტულობის დაცვით რა საკვირველია!
0
რა იტალიის ნაკრები ვართ ჩვენ, რომ მოლდოვამ ( ნებისმიერმა) შინ ჩვენთან მეორე ნომრად ითამაშოს?
თემო
21:31 10-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული