"ფეხბურთის ფედერაციაში მოღვაწეობენ ადამიანები, რომლებიც თავად იყვნენ ფეხბურთელები და სწორედ მათ კარგად უნდა ესმოდეთ, თუ რას ნიშნავს სპორტსმენისთვის ღირსეულად დამშვიდობება.
ვწუხვარ, რომ მათი მხრიდან არ მოხდა შესაბამისი ქმედებები. იმედი მაქვს, მომავალში ფეხბურთის ფედერაცია დაარღვევს ამ ცუდ ტრადიციას, გამოიჩენს მეტ პროფესიონალიზმს და ღირსეულად გააცილებს დამსახურებულ ფეხბურთელებს", - ნათქვამია კობიაშვილის განცხადებაში (იხილეთ ვრცლად).
კობ
"ბოხუმის" თავდამსხმელმა თავისი პოზიცია გაზეთ "ლელოსთან" და საიტ Sportall.ge-სთან დააფიქსირა.
ალექსანდრე იაშვილის წერილს უცვლელად გთავაზობთ.
* * *
"არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ბოლო ორი დღის განმავლობაში ნაკრებთან დაკავშირებულ დისკუსიას.
მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველი, ყოველთვის მზად ვარ და ვიყავი საქართველოს სახელის დასაცავად. ალბათ გულშემატკივრებიც დამეთანხმებიან, რომ მთელი ჩემი არცთუ ხანმოკლე საფეხბურთო კარიერის მანძილზე არასოდეს დამიზოგავს თავი, ყოველთვის ბოლომდე თავდაუზოგავად მიბრძოლია, ბევრჯერ ფიზიკური ტკივილის ფასადაც.
საბედნიეროდ, გულშემატკივარი ხედავდა და აფასებდა ამას, ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდი ხალხის სიყვარულს და ეს ძალას მმატებდა.
სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვი ნაკრების მესვეურებზე. გულშემატკივარს ახსოვს არაერთი დაუმსახურებელი გადაწყვეტილება ჩემს მიმართ, თუმცა ამას არასოდეს შეუცვლია ჩემი დამოკიდებულება ნაკრებისადმი.
მე ერთ-ერთ წინა წერილში აღვნიშნე, რომ ნაკრების ერთ-ერთ უპირატესობას თაობების ბუნებრივი ცვლა და ჯანსაღი კონკურენცია წარმოადგენს. მე არ დამავიწყდება ის გრძნობა, როცა 17 წლის ჭაბუკი უკვე ცნობილი ფეხბურთელების გვერდით აღმოვჩნდი და როგორ ვცდილობდი ყველაფრის სწავლას და მათი მაგალითით პროფესიულ ზრდას.
ვფიქრობ, ახალგაზრდებისთვის ასეთი მაგალითის გარეშე შეუძლებელი იქნება ჭეშმარიტი პროფესიონალიზმის მიღწევა.
ვეთანხმები ლევანს და კახას, რომ საქართველოს არ აქვს ჯერ ფუფუნება ჩვენი გამოცდილების უგულებელყოფის, რომელიც კარგი მაგალითია ახალგაზრდისათვის პროფესიონალიზმისა თუ საქმისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით.
ვფიქრობ, რომ ამდენი წელი თავდადებული შრომის შემდეგ ფეხბურთელს უნდა მიეცეს საშუალება ღირსეულად წასვლისა თავისი ქვეყნის სამსახურიდან.
ფედერაციისა და ნაკრების მესვეურებისგან კი, ყველაზე ცოტა, ღირსეულ მადლობასა და დამშვიდობებას ვიმსახურებდით.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს თანადგომისთვის".
ალექსანდრე იაშვილი
ასევე იხილეთ:
მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები - ლევან კობიაშვილის მიმართვა გულშემატკივარს
კახა კალაძე ლევან კობიაშვილის განცხადებაზე: სფფ-ში უნდა გამოფხიზლდნენ!
ნაკრებიდან წასვლა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის გამოცდილების გაზიარებით უნდა გააგრძელოთ, თორემ კი ვხედავ ვინ ზრდის ახლა ბავებს და შედეგიც სახეზეა.თქვენი თამაში ახლა უნდა დაიწყოთ საფეზბურთო სკოლების აშენებით და თქვენი გამოცდილების გამრავლებისთვის. თორემ თუ ბიზნესებში ჩაჯდებით და კალაზის არ იყოს მინისტრობას მოინდომებთ, ასე ვერ განვიტარდება ფეხბურთი. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ იმხელა ფასებს ნუ დაადებთ სკოლებს , რომ ვერ შეძლონ ხშირად გაჭირვებულ ან საშუალო ფენის, მაგრამ ნიჭიერ ბავშვებმა მოსვლა. აი მერე ჩაგითვლით საქართველოსთვის შრომისთვის. ნაკრებში თამაში არ უნდა იყოს კარიერის დასასრული.