როცა 2+2 ავტომატურად 4 არ არის - როგორი კონტრაქტი აქვს თემურ ქეცბაიას?

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიამ ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში ბოლო დროის დაპირისპირების გარდა, საკუთარ კონტრაქტზეც ილაპარაკა.

"იმდენი სიცრუე თქვეს... მათ შორის ისიც, რომ თურმე, მე კონტრაქტი 2+2 მაქვს (გაფორმებული); თურმე, უთანხმოება მაქვს, თურმე, უამრავი კითხვა აქვს ფედერაციას ჩემთან. მე ხომ აქ (ფედერაციაში) ორი დღე დავდიოდი და ჩემთვის არაფერი უთქვამს (ალბათ, სიჭინავას გულისხმობდა - ავტ) და არც კონტრაქტზე ულაპარაკია. ეს ხომ სიცრუე იყო, უთანხმოებაც ხომ სიცრუე იყო?" - აღშფოთებულია ქეცბაია.
-imis-meshinia-rom-es-bindzuri-khalkhi-videogalerea.html" target="_blank">იხილეთ სტატია ვრცლად

ცხადია, ის გულისხმობდა "ლელოს" წერილს, რომელიც 15 ნოემბერს დაიბეჭდა სათაურით - "სიჭინავა ქეცბაიას აღარ იცავს". მასში ვწერდით ფედერაციასა და ნაკრების მთავარ მწვრთნელს შორის გაფორმებულ კონტრაქტზე:

"გულშემატკივარმა იცის, რომ ქეცბაიამ ეროვნული ნაკრები 2015 წლის ბოლომდე, ანუ ორი ციკლით ჩაიბარა. ანუ თუ არ გადადგება, მისი გათავისუფლება ფეხბურთის ფედერაციას მხოლოდ კომპენსაციის გადახდის შემთხვევაში შეუძლია. თუმცა ეს სიმართლეს არ შეეფერება.

2011 წლის 13 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქეცბაიამ სფფ-სთან ახალი კონტრაქტი ოფციონის წესით (2+2) გააფორმა. ანუ ამ ხელშეკრულებას ვადა წლეულს ეწურება და შემდეგ მხარეებმა ხელახლა უნდა დაილაპარაკონ".
იხილეთ სტატია ვრცლად

ჩვენდა გასაკვირად, ქეცბაია ამ ფაქტის კონსტატაციამ გააბრაზა და მას სიცრუე უწოდა. არადა, "ლელო" დაეყრდნო სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოსა და სპორტული ვებგვერდის ინფორმაციებს. თავად გადახედეთ, რას წერდნენ ისინი ამ თემაზე 2011 წლის 13 სექტემბერს.

http://worldsport.ge/ge/page/qecbaiam-kontraqti-gaaxangrdzliva-axalgazrduls-chedia-uxelmdzgvanelebs
"საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, ქეცბაიამ ფედერაციასთან 2+2 სისტემით ახალი კონტრაქტი გააფორმა".

http://esport.ge/fexburti/qartuli-fexburti/4989-qecbaima-kontraqti-gaaxangrzliva.html
"2+2 - თემურ ქეცბაიამ სფფ-სთან ახალი კონტრაქტი გააფორმა".

http://geonews.ge/category/21/sport/news/24642/temur-qecbaia.html
"ქეცბაიამ ფედერაციასთან 2+2 სისტემით ახალი კონტრაქტი გააფორმა".

http://www.newsline.ge/?p=37864
"საქართველოს ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა, სადაც გაირკვა, რომ მან ფეხბურთის ფედერაციასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა - ხელშეკრულება 2+2 სისტემით არის დადებული".

http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/erovnuli-nakrebi/19063-sff-m-themur-qecbaias-akhali-kontraqti-gauforma.html
"ქეცბაიამ ფეხბურთის ფედერაციასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება 2+2 სისტემით არის დადებული".

2011 წლის 13 სექტემბერს საზოგადოებას სწორედ ეს ინფორმაცია მიაწოდეს.

შესაძლოა, ერთ წყაროს შეშლოდა, მაგრამ ხუთივეს ერთად?! და თუ შეთანხმებაში ამის მერე რამე შეიცვალა და საფეხბურთო საზოგადოებისთვის არაფერი უცნობებიათ, მწვრთნელს სწორედ ეს უნდა განემარტა და მედიისთვის სიცრუის ტირაჟირებაში არ უნდა დაედო ბრალი.

წერილში არაფერია ნათქვამი "ფედერაციასთან ქეცბაიას უთანხმოებაზეც" - არადა, ესეც ბრძანა. მაგრამ მასთან შეკითხვები რომ აქვს ფეხბურთის ფედერაციას, ეს ჩვენი მოგონილი არ არის, თავად ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა ამას წინათ ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში:

"(ჯგუფში) მეოთხე ადგილით კმაყოფილი ვერავინ იქნება. ასე რომ, ნაკრების გამოსვლას მეც ძალიან უარყოფითად ვაფასებ! დიახ, რთული ჯგუფი იყო, მაგრამ ხომ გვქონდა მესამე ადგილზე გასვლის შანსი?..

ვიცი, ახლა რაც უნდა მკითხოთ და პირდაპირ გეტყვით: ჩვენც ველით თემურ ქეცბაიას ჩამოსვლას. უპირველესად, ნაკრების თავკაცმა ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს უნდა გასცეს პასუხი ყველა კითხვაზე, მერე თავის სიტყვას ფედერაციაც იტყვის. დღეს მას ნაკრებთან კონტრაქტი აკავშირებს...

ფედერაციამ მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს მუშაობისთვის ყველა პირობა შეუქმნა და, ბუნებრივია, შეკითხვები ჩვენც გვაქვს: რა არ გავაკეთეთ, შედეგი უკეთესი რომ ყოფილიყო; რა არ გააკეთეს მწვრთნელმა, ფეხბურთელებმა და ასე შემდეგ?

ესპანეთთან მატჩის შემდეგ ნაკრების მთავარი მწვრთნელი არც მე მინახავს. იმედია, უახლოეს დღეებში ჩამოვა და თავის არგუმენტებს გაგვაცნობს", - განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში.
იხილეთ სტატია ვრცლად

თუ სიჭინავამ ქეცბაიას არაფერი უთხრა და არც კონტრაქტზე ულაპარაკია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მედია იტყუება, შეთქმულებას აწყობს და კონფლიქტის გაღვივებას უწყობს ხელს.

სხვათა შორის, არც ისაა მართალი, რომ ზურაბ ხიზანიშვილმა "რედინგში" 5 წლის განმავლობაში მხოლოდ 36 შეხვედრა ჩაატარა. ქეცბაიამ მოგვიწოდა - წაიკითხეთ, ხალხო, სტატისტიკაო და აი, რას ვკითხულობთ "ვიკიპედიაში" - ხიზანიშვილი "რედინგში" 2010-11 წლებში თამაშობდა იჯარით და ამ ხნის განმავლობაში 37 მატჩში ითამაშა. ეს ისე, ცნობისთვის, თუ სიმართლე გნებავთ.

ერთ რამეში კი ვეთანხმებით ნაკრების თავკაცს:

"თუ მოვა პიროვნება, რომელიც საქმეს უკეთესად გააკეთებს, მეორე დღესვე გადავდგები, არაა პრობლემა და წავალ სახლში. აქ იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ ნაკრებს და ქვეყანას პრობლემები შევუქმნა. მაგრამ ერთი-ორი ფეხბურთელი, ვინც წასასვლელია, უნდა წავიდეს. ვისაც არ უნდა თამაში, არ შევეხვეწები. ერთი თვე ველოდებოდი ამისულაშვილის ზარს, აჩიკო არველაძესაც ვთხოვე (მასთან დაკავშირება) და არ დარეკა. მაგრამ მე ვიქნები თუ სხვა, ის ფეხბურთელები დასჭირდება, ვისაც საქართველოს ნაკრებში თამაში უნდა, ქვეყანა უყვართ და მისთვის ბოლომდე იბრძოლებენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 28 /
თავს ნუ ვიტყუებთ, ქეცბაია სიჭინავა და საერთოდ ყველა ის თანამდებობის პირები, რომლებიც ნაც მოძრაობამ დანიშნა, ნებისმერ სფეროში ბოლომდე იქნებიან, რომ როგორმე ხელი შეუშალოს ახლანდელ ხელისუფლებას და თავი მკვდრეთიდან უნდათ აღიდგინონ. კიდევ მოვითმეთ გაზაფხულამდე და საერთოდ წაეთრევიან მაგ ნა.....ბი..
123–5
14:23 27-11-2013
0
ტემურის ვეტანხმები, რატომ იძახებს მათ ვიასაც არააქვს სათამაშო ორაქტიკა და არა იმათ ვუნც მუდმივად თამასობს მაგრამ საქმე აქ სხვა რამეშია ისისნი უპატრონოები არიამ ამათ კი პატრონი ყავს და უნდა გამოიძახოს Qეცბაიამ თორემ არ გამოვა აი ეს არის სიმარტლე ეს სულ ასე იყო და იქნება სქარტველოში
vako
10:25 26-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული