როცა სწორად იწყებ... კახა ცხადაძემ პირდაპირ "ათიანში" გაარტყა

AutoSharing Option
"მივმართავ ფეხბურთელებს! თქვენი იმედი მაქვს. მჯერა, მოგება და მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატებზე გასვლა შეგიძლიათ", - თქვა საქართველოს ნაკრების ახალმა დამრიგებელმა კახა ცხადაძემ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე...

ოდითგანვე ასე იყო, ასე არის და ასე იქნება - ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, აქვს და ექნება, ზოგადად, პირველკაცის პირველ მესიჯს. არავინ იცის, როგორი იქნება კახა ცხადაძის სანაკრებო კარიერა მწვრთნელის რანგში - ეს მომავალმა უნდა გვიჩვენოს. პირველი გზავნილი კი ძალზე დროული და შთამბეჭდავი იყო.

არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს, ჩემი სუბიექტური აზრით კი, საქართველოს ნაკრების ახალმა მწვრთნელმა
პირდაპირ "ათიანში" გაარტყა.

საქართველოს დღევანდელ ნაკრებში პრობლემებს რა დალევს. პრობლემა იმდენია, პოზიტივი თითქმის არ ჩანს, მაგრამ ამ ბევრ პრობლემაში ცხადაძემ მთავარს მიაგნო. მიაგნო იმას, რისი გამოსწორების გარეშეც საქართველოს ნაკრებს წარმატების იოტისოდენა შანსიც კი არ ექნება.

ვგულისხმობთ რწმენას - არც ერთ საქმეში, არც ერთ დროს და ადგილას არაფერი გამოსულა რწმენის გარეშე და არც გამოვა.

ფაქტია: დღეს საქართველოს არ ჰყავს მაღალი კლასის ბევრი ფეხბურთელი, თუმცა სხვა საქმეა, რომ ეს ყოველდღე, ყოველ წამს არ უნდა თქვა. არ უნდა თქვა მაშინ, როცა ევროშესარჩევ მატჩამდე საათებიღაა დარჩენილი და შენ ამ გუნდის მწვრთნელი ხარ.

დიდწილად, ალბათ, სწორედ ამიტომ იყო, საქართველოს ნაკრები რწმენადაკარგული, წინასწარ მარცხს შეგუებული, ფსიქოლოგიურად მოშლილი რომ გადიოდა მინდორზე თემურ ქეცბაიას სანაკრებო მოღვაწეობის მეორე ნახევარში.

ცხადაძის პირველმა, სწორად გაკეთებულმა აქცენტმა კი პირველი შედეგი მალევე უნდა მოიტანოს.

რა თქმა უნდა, ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი არ არის ჯადოქარი და მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრები პირველსავე მატჩში მთებს ვერ გადააბრუნებს, მაგრამ ცოტა მეტი ფეხბურთი, ცოტა მეტი პასი, ცოტა მეტი ფანტაზია და ინიციატივა კი უნდა ვნახოთ.

იქნებ საქართველოს ამ ფორმაციის ნაკრებს დიდ საფეხბურთო ფორუმებზე ასპარეზობის პოტენციალი სულაც არ ჰქონდეს, მაგრამ მწვრთნელი იმის მწვრთნელია, რომ გუნდთან ერთად თუნდაც შეუძლებელი შეძლოს და თუ ვერ შეძლებს, იფიქროს მაინც ამ შეუძლებელზე.

ის კი ფაქტია, რომ დღეს ვერც ფეხბურთში და ვერც სპორტის სხვა სახეობაში ვერაფერს მიაღწევ, თუ ზურგს ფსიქოლოგიური სიმტკიცე არ გიმაგრებს. ჩემი აზრია და არ არის აუცილებელი, ეს ყველამ გაიზიაროს - ბოლო დროს საქართველოს ნაკრებს, უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიაში გაუჭირდა. გუნდმა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო საკუთარი თავის იმედი დაკარგა, თორემ საფეხბურთო ოსტატობის თვალსაზრისით, არ მგონია ძალიან დიდი სხვაობა თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის პირველ პერიოდსა და ამ ნაკრებს შორის.

კი, წავიდნენ ვეტერანები და ამით კლასი მოგვაკლდა, მაგრამ არა იმდენად, რომ ყველასთან ყველაფერი წაგვეგო - როგორც იტყვიან, ამ შემთხვევაში მიზეზი უფრო ღრმად იყო დამარხული, უფრო შიგნით...

ახალი მწვრთნელის მოსვლა ახალ მოლოდინსაც აჩენს. სადღეისოდ, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ბოლომდე არ გამოიყენოს თავისი საფეხბურთო რესურსი. ბოლო დროს ზოგიერთი ფეხბურთელი აღარ ჩანდა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში.

რა თქმა უნდა, როცა საქმე საქართველოს ნაკრებს და ქვეყანას ეხება, ცალკეული მოთამაშეები მართალნი ვერაფრით იქნებიან. ისინი თავიანთი ამ ნაბიჯით ებუტებოდნენ არა ქეცბაიას, არამედ სამშობლოს. ერთი კია - ყველას არ ვგულისხმობ და ამ ბიჭებში ბევრი ისეთია, პიროვნულმა წყენამ რომ გადასძალა.

ცხადაძისთვის ესეც მნიშვნელოვანი ამოცანა უნდა იყოს - სანაკრებოდ მოაბრუნოს და შემოიმტკიცოს ის ბირთვი, რომელთან ერთადაც ეროვნულ გუნდს მეტი პოტენციალი ექნება.

ვერავინ დამარწმუნებს, რომ ალეკო ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე, ლევან ყენია, ნუკრი რევიშვილი და სხვა რამდენიმე ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებს არ გამოადგება. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ტრავმებისა თუ სხვა მიზეზების გამო ეროვნული გუნდი ვერასდროს თამაშობს ოპტიმალური შემადგენლობით.

ცხადაძეს დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევს გასახდელში, სადაც იდეალური სიტუაცია არ არის. ერთიც: თვითონ ბუნებით ლიდერმა ცხადაძემ აუცილებლად უნდა იპოვოს ლიდერი საქართველოს ნაკრებისთვის; უნდა იპოვოს ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ნაკრებს მინდორზეც უყოჩებს და გასახდელშიც დარაზმავს ბიჭებს.

სამწუხაროდ, ამ გადასახედიდან ასეთი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში არ ჩანს, თუმცა პროფესიონალის თვალი სხვაა და შეიძლება, ცხადაძის ფორმაციის ნაკრების ლიდერად ისეთი მოთამაშე მოგვევლინოს, რომელსაც დღეს ვერც კი წარმოვიდგენთ.

აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ჩვენი მკითხველის ყურადღება ერთ გარემოებაზეც: აგერ, რა ხანია, საქართველოს ნაკრებში არ გვინახავს ფეხბურთელი-აღმოჩენა, რომელიც მწვრთნელის ნდობით ისარგებლებს და ეგრეთ წოდებულ "მეცხრე ტალღად" მოგვევლინება.

ბოლო ასეთი მოთამაშე ეროვნულ გუნდში თორნიკე ოქრიაშვილი იყო. ახლა ახალი ოქრიაშვილების დროა.

ამბობენ, კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო. ამ დროს, როცა სანაკრებო პრობლემათა ქარავანს ბოლო არ უჩანს, პირველი სწორი და დროული გზავნილი გასაკეთებელი საქმის ნახევარი ვერაფრით იქნება, თუმცა მაინც ძალიან კარგია, როცა ახალი მწვრთნელი მუშაობას სწორი აქცენტებით იწყებს.

დანარჩენს მომავალი გამოაჩენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
ავშენებულვართ. ეუუჰ რაღა გვიჭირს. რა უნდა მოხდეს რო აღიაროთ ქართული ფეხბურთი არის იმ დონეზე რა დონის ქვეყანაცაა და რა დონის გულშემატკივარიც ყავს. კაციშვილს სტადიონზე მისვლა და ფულის გადახდა არ უნდა და გინებაში ყველა მაგარია. ფეხბურთი იმ გულშემატკივარს უყვარს ვინც თავისი ქვეყნის 4 ლიგის მატჩებზეც კი სტადიონებს ავსებს. თქვენ კი ვითომ გულშემატკივრებო არც გიყვართ და არც ფულის გადახდა გინდათ. გგონიათ რო ვინმე უნდა მოვიდეს (და ბრაზობთ რო ეს ვინმე არ მოდის) მილიარდები ჩადოს ფეხბურთელები გაზარდოს და ბარსელონას თუ არა არსენალს მოუგოს და თქვენ კი არსენალი დინამოს მატჩზე 5 ლარი გადაიხადოტ და სტადიონზე წახვიდეთ თან დინამომ მოიგოს. არ მოხდება ასე არასდროს. მაგრები ხართ ძალიან. ნეტა თქვენ ტვინში ჩამახედა.
tl
30 დეკემბერი 2014 07:50
0
ცხადაძე კი არა, ახალკაცი და ლობანოვსკი რომ მოვიდნენ იმ ქვეყნიდან მაინც არაფერი ეშველება, იმიტომ რომ ფეხბურთელები არ გვყავს და მას დამატებული პატრიოტიზმის უქონლობა!
Niko
30 დეკემბერი 2014 02:18
0
კაკა გა(გ)არტყი ათიანში ნაღდად:)
გიგა
30 დეკემბერი 2014 00:15
0
დააცადეთ ერტი წელი და დაიწყებთ ამის გინებასაც..
Gia
30 დეკემბერი 2014 00:03
0
ალეკო კაკაურიძე! ოოოოოო, საიდან მახსენდება ეს "კაცი"... ვიხსენებ, მაგრამ ვერ გავიხსენე.
Temuri qecbaia
29 დეკემბერი 2014 22:06
0
Giorgi-ის. ერთი შენს ტვინშიჩამახედა. ასათიანი უკვე 3 თუ 4 წელია ბურთს არ გაკარებია. მომავლის ხედვა გაქვს, "სუპერ"
azdaki
29 დეკემბერი 2014 22:04
0
ჭკვიანი კაცი ხარ კახა...წარმატებას გისურვებ...
ოტტო
29 დეკემბერი 2014 21:20
0
თემურ ქეცბაია ხომ ჟურნალისტებმა გააგდეს, და არა იმის გამო რომ, ცუდი პროფესიონალი უყო, უცოდინარ ჟურნალისტებს თურმე უხეშად რომ ელაპარაკებოდა, საერთოდ კაცი პროფესიონალურად რომ კითხვას ვერ სვავს, მას ისღა დარჩენია ინტრიგანული, პროვოკაციული და სკანდალური კითხვა დასვას, რასაც აკეთებდნენ კიდეც ჩვენი ჟUრნალისტები, ამათი უცოდინარობა ერთხელ კიდევ გამოჩნდება ცხადაძეც რომ ვერაფერს მიაღწევს
mosiniki
29 დეკემბერი 2014 20:55
0
Jer ar dautskia da atianshi moartka mere ras izams. Meti araa chemi mteri Aman rame shedzlos. Qetsbaiaze uaresi shedegi garantirebulia. Sanam ar sheutevt ver gavfrindebit. Es aris chemi komentari.
Gala
29 დეკემბერი 2014 20:32
0
ქართული ფეხბურთის დაღმასვლის მიზეზების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. 12 წლის განმავლობაში სხვა და სხვა ასაკის ქართველ ფეხბურთელებთან მუშაობის პრაქტიკამ დამანახა, რომ მდგომარეობის გამოსწორების დაწყება ყველაზე სწრაფად მაინც ფსიქოლოგიური და ფიზიკური პრობლემების მოგვარებით შეგვიძლა. ამის წინაპირობად ქართველი ფეხბურთელების ინტელექტის სრულად გამოყენება მიმაჩნია, რადგან ინტელექტზე არის დამოკიდებული ადამიანის აზროვნების და მოქმედების დიაპაზონი.
გუჯა კახაძე
29 დეკემბერი 2014 19:32
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული